1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი საქმეების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ სპეციალისტებს, გამოცდილ ადამიანებს. რთულ მომენტში ოჯახის წევრების გარდა ნურავის ენდობით. აკონტროლეთ წამლების დოზა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

კურო
დაკვირვებულად და გაბედულად იმუშავეთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროს თაობასთან, ნათესავებთან. კარგი დღეა პროფილაქტიკული მკურნალობის დასაწყებად. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
სამუშაოს მარტო ვერ გაუმკლავებით, გადაუნაწილეთ კოლეგებსაც. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. დროდადრო დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით. საყვარელ ადამიანს პაემანი რომანტიკულ გარემოში დაუნიშნეთ. 

კირჩხიბი
სურვილების ასასრულებად მეტი ძალისხმევა გმართებთ. კოლეგების დახმარების გარეშე პროექტების განხორციელებას ვერ შეძლებთ. აიყოლიეთ მეგობრები და ჩაეწერეთ ფიტნესკლუბში. ჩაერთეთ აქტიურ თამაშებში. ურთიერთობების გარჩევა კარგს არაფერს მოგიტანთ. 

ლომი
დილიდან საქმიანი შეხვედრები და იდეების განხილვა გელით. შემოთავაზებებიდან აირჩიეთ თქვენთვის მაქსიმალურად მომგებიანი. გაუფრთხილდით ხერხემალს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და სამომავლო გეგმებზეც შეთანხმდებდით. 

ქალწული
მეტად გაბედულად იმოქმედეთ. დღეს მიხვდებით, რომ უსარგებლო საქმიანობა არ არსებობს. მოერიდეთ ტკბილეულისა და ფქვილოვანი ნაწარმის ჭამას. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და უხეში. 

სასწორი
მოერიდეთ ემოციურ და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, დაბანდებას. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს სურვილის ასრულება ელის. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა შეიძლება ლატარიაში მოიგოთ ან ძველი ვალი დაიბრუნოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, კიდევ უფრო დაუახლოვდებით ერთმანეთს. საღამოს მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. 

მშვილდოსანი
სამსახურის საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მობილიზებული. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, რათა არ გაირთულოთ ჯანმრთელობა. ახალ რომანში თავით ნუ გადაეშვებით, ჯერ დააკვირდით კანდიდატურას. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. მათი პრობლემები მშვიდად განიხილეთ და გამონახეთ მოგვარების საშუალებები. 

თხის რქა

ახალი საქმის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალებთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მოუწყვეთ შინაურული წვეულება. მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, სტრესულ სიტუაციებს, გამოიძინეთ. 

მერწყული
ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, რათა მომავალში არ გაიფუჭოთ ავტორიტეტი. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოისწორეთ ძილის რეჟიმი. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. 

თევზები
დღეს საკუთარი საქმეებიც უნდა მოაგვაროთ და კოლეგებსაც დაეხმაროთ. კარგია ვარჯიშის დაწყება, შეამცირეთ ალკოჰოლისა და ტკბილეულის რაოდენობა. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. შეყვარებულებს - პაემანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები