1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ვერა ქობალია ინდონეზიის მთავრობის მრჩევლად მიიწვიეს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ავსტრალიის მთავრობამ ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად მიიწვია.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" ვერა ქობალიამ განუცხადა, ინდონეზიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

"როგორც საქართველოს ეხმარება მსოფლიო ბანკი, USAID და სხვები რეფორმების გატარებაში, ისე ინდონეზიის მთავრობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალია. სწორედ ავსტრალიის მთავრობისგან მივიღე მოწვევა. კონტრაქტი ორწლიანია. ჩემი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იქნება", - განაცხადა ვერა ქობალიამ.შეგახსენებთ, ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა. "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა" ის 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. პარალელურად, ლექციებს კითხულობს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - "კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", "საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და "რეფორმები საჯარო სექტორში". საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტიც ეკავა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები