1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად; მოლაპარაკებებისა და მივლინებისთვის. გადადგით პირველი ნაბიჯი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შემოქმედებითი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. 

კურო
კარგი დღეა საქმეების დასაწყებად, სამომავლო გეგმის შესადგენად, სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. შემოიკრიბეთ თანამოაზრეები, გაიჩინეთ ახალი საქმიანი პარტნიორები. 

ტყუპი
მოულოდნელობებით დატვირთული დღე გელით. ყველაფერი სწრაფად და დაკვირვებულად უნდა გააკეთოთ. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა; შეყვარებულებს ურთიერთობის გაუმჯობესება ელით. 

კირჩხიბი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად; თანამოაზრეებთან ერთად ახალი პროექტების განსახილველად. ზოგიერთს დაუბრუნებენ ვალს, რომელიც დავიწყებული ჰქონდა. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის. 

ლომი
კარგი დღეა სავაჭრო საკითხებისა და ფინანსური საქმეების მოსაგვარებლად. ცოტაოდენი ავანტიურა ნებადართულია. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან; აიმაღლებთ ავტორიტეტს. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. საღამოს რომანტიკული პაემანი და საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. 

ქალწული
დღეს ექსტრავაგანტური ჩანაფიქრის განხორციელებასაც კი შეძლებთ. ახალი იდეებით გავლენიანი ადამიანები დააინტერესეთ. კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. სიმპათიის ობიექტის ყურადღებას დაიმსახურებთ. 

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს სამსახურის შეცვლას შესთავაზებენ. მეტად ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

მორიელი 
სამსახურის საქმეებისთვის ვერც მოიცლით, რადგან პირად გრძნობებზე იქნებით ორიენტირებული. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. კარგი დღეა ქორწინებისთვის. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი
მხიარული და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კარგი დღეა სწავლისა და მივლინებისთვის. აგრეთვე, ელექტროტექნიკის შესაძენად. საღამოს ნათესავებს შეეხმიანეთ. 

თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დანიშნეთ საქმიანი მოლაპარაკებები და ეცადეთ, ყველასათვის გასაგებ ენაზე ისაუბროთ. 

მერწყული
მხიარული და საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობრებსა და ნათესავებს. ენერგიით სავსე ხართ და დასახული მიზნების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. 

თევზები
დღეს ყურადღების ნაკლებობას ვერ იგრძნობთ. საქმიანი პარტნიორებიც და უფროსიც კი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ახლობლები სასიამოვნო ამბით გაგახარებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები