1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს. მეტი ყურადღება გმართებთ ბავშვების მიმართ. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, საქმიან პარტნიორებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. 


კურო
შეეხმიანეთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი კარგ განწყობაზე მოყვანა შეუძლია. დღეს ადვილად დაიმსახურებთ სასურველი ადამიანის სიმპათიას. 

ტყუპი
არავის გაუმხილოთ იდეები და გეგმები. კონფლიქტურ სიტუაციას იუმორით განმუხტავთ. ნურავის ჩაახედებთ პირად ცხოვრებაში და ისე მოიქეცით, როგორც თქვენს გულს გაეხარდება. 

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. არ წამოგცდეთ საიდუმლოებები. სამსახურის საქმეების მიუხედავად პირად ცხოვრებას ნუ დაივიწყებთ. 

ლომი
დილა ენერგიულად დაიწყეთ და ეცადეთ, მთელი დღე ხალისიან განწყობაზე გაატაროთ. დღეს იმ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას, რომელიც მიზეზთა გამო გაჭიანურდა. 

ქალწული
საქმეების მოგვარება მარტოს გაგიჭირდებათ; გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. საოჯახო საკითხები მეუღლესთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. 

სასწორი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვას, კონფლიქტს. 

მორიელი 
გაფრთხილდით, რათა დღეს ისეთი რამე არ თქვათ, გააკეთოთ, რაც სანანებელი გაგიხდებათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

მშვილდოსანი
მიზნის მისაღწევად ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ არ გადაუხვიოთ გზიდან, გამარჯვება ახლოსაა. საკუთარ შეცდომებს გარშემო მყოფებს ნუ გადააბრალებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

თხის რქა
ნუ გგონიათ, რომ დრო და ფული ტყულად დახარჯეთ, აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. საყვარელ ადამიანს რომანტიკული, დაუვიწყარი საღამო მოუწყვეთ. 

მერწყული
დღეს იმ საქმის კეთება, მოგიწევთ, რომელიც მაინცდამაინც სიამოვნებას არ განიჭებთ. დაწყებული მკურნალობა ბოლომდე მიიყვანეთ. მეტი ყურადღება გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. 

თევზები
თუ მოითმენთ, მოიგებთ. დაკვირვებულად აკეთეთ თქვენი საქმე და რაც მთავარია, მოთოკეთ ემოციები. საყვარელ ადამიანს ყურადღებასა და მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები