1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანკა კალატოზიშვილის ძმა სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს

"რა არის ბედნიერება? ნანკას მაგალითზე ვხვდები რა არის ბედნიერება და წარმატება და რამდენს ნიშნავს მოტივაცია. ბავშვობიდან ცოცხლობდა თავისი მომავალი პროფესიით - ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მსახიობი. 

ზეწარს გააბამდა დასახლში ჯერ სათამაშოების მონაწილეობით სპექტაკლებს აწყობდა, შემდეგ თვითონაც შეუერთდა და სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა - ოჯახი ესწრებოდა სრული შემადგენლობით.

თინეიჯერმა მიშა ანთაძის თეატრში დაიწყო თამაში, წავიდა გასტროლებზე. მერე ჩააბარა თეატრალურში, ისწავლა ხელობა და ხელოვნება, ახლაც სწავლობს თუ როგორ უყვარდეს კიდევ უფრო მეტად ერთიც და მეორეც. თამაშობდა იმ პერიოდიში, როცა კინო და თეატრიც ხელოვნურ სუთქვაზე ყავდათ... 

ტყუპები ვართ. მე 4 პროფესია გამოვიცვალე, ნანკამ ისწავლა გარდასახვა, მაგრამ თავისი თავის და მისიის ერთგული დარჩა. არასოდეს გადაუხვევია თავისი გზიდან, რადგან იმ ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, რომელიც უყვარდა და უყვარს. 

რა მაგარია, როცა ბედნიერი ხარ ბავშვობიდან. რა არის ბედნიერება? 100% გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ! გქონდეს მისია!" - წერს გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები