1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოჯახის მტკიცებით, ნიკა კვარაცხელია ცოლის მიერ სამზარეულოს დანით არის მოკლული

ზუგდიდში მკვლელობა მოხდა. ოფიციალური ვერსიით, ცოლთან შელაპარაკების შემდეგ 29 წლის ნიკა კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, კვარაცხელია მოკლულია.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე რამდენიმე მძიმე დაზიანება აქვს. ოჯახის მტკიცებით, ნიკა კვარაცხელია სამზარეულოს დანით არის მოკლული და მიცვალებულს წამების კვალი და მძიმე დაჟეჟილობები აღენიშნება.

გარდაცვლილი უგონო მდგომარეობაში სახლში მეზობელმა იპოვნა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები ყვებიან, გუშინ, საღამოს ნიკა კვარაცხელიას მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა, რომლის შემდეგაც გარდაცვლილი აღარავის უნახავს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თუმცა, ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას ითხოვს.

გამოძიებამ ნიკა კვარაცხელიას მეუღლე უკვე დაკითხა.

შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ეhttp://rustavi2.com/ka/news/36797

კომენტარები

მსგავსი სიახლეები