1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევიდან 1 საათის განმავლობაში

გიფიქრიათ კი იმაზე, რა ხდება თქვენს ორგანიზმში კოკა-კოლას, პეპსი-კოლას, ფანტას და, საზოგადოდ, გაზიანი სასმელების დალევიდან ერთი საათის შემდეგ? ალბათ, არა, თორემ დაფიქრებისთანავე, ვფიქრობ, ბევრს აღეძვრება ამ კითხვაზე პასუხის მიღების სურვილი და სათანადო ინფორმაციასაც ადვილად მოიძიებს.

ფარმაცევტმა ნირაჟ ნაიკმა შექმნა ინფოგრაფიკა, რომელიც დაწვრილებით ხსნის ამ პროცესებს. ინგლისურენოვან ინტერნეტში მას უმალვე მიეწება ვირუსი, რადგან ისტორია და ინფორმაცია დაუყოვნებლივ აიტაცეს წამყვანმა მსოფლიო გამოცემებმა. მაინც რა ხდება ორგანიზმში გაზიანი სასმელების დალევის შემდეგ?


პირველი 10 წუთის განმავლობაში: ორგანიზმი იღებს 10 კოვზი შაქრის ძლიერ დარტყმას (ცნობისათვის - ბევრი სპეციალისტი შაქრის ამ რაოდენობას სადღეღამისო ნორმად მიიჩნევს), თუმცა ადამიანი ვერ გრძნობს ჭარბ სიტკბოს - ფოსფორის მჟავა ახშობს მას.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: მაშ, რატომღა უმატებენ კოკა-კოლას, პეპსის ან სხვა გაზიან სასმელებს ამდენ შაქარს? პასუხი მარტივია: ის დოფამინის (მოტივაციისა და სიამოვნების ნეირომედიატორის) მოჭარბებას იწვევს. ეს, ასე ვთქვათ, ტკბილ ნარკოტიკზე ადამიანის “შესმაა”.

20 წუთის შემდეგ: სისხლში შაქრის დონე სწრაფად ეცემა. ამას განაპირობებს ინსულინის მკვეთრი გადმოტყორცნა. ღვიძლი, ცხადია, რეაგირებს ამ მეტამორფოზებზე და შაქრის ჭარბ ოდენობას ცხიმად გარდაქმნის.

40 წუთის შემდეგ: ორგანიზმი იწყებს სასმელში არსებული კოფეინის შთანთქმას. გუგები ფართოვდება, სისხლის წნევა კი იმატებს. ღვიძლი იწყებს სისხლში ჭარბი შაქრის გადმოსროლას. ადენოზინი ბლოკავს ტვინში დაღლილობის რეცეპტორებს და ძილმორეული ადამიანი ფხიზლდება.

45 წუთის შემდეგ: კოკა-კოლას, პეპსი-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების დალევის შედეგად გამოთავისუფლებული დოფამინი აგრძელებს ტვინში სიამოვნების ცენტრების სტიმულაციას. ადამიანი ჯერ კიდევ ამაღლებულ განწყობაზეა. ფიზიკურ დონეზე ეს ისევე მუშაობს, როგორც ჰეროინის შემთხვევაში.

60 წუთის შემდეგ: ფოსფორის მჟავა ბოჭავს ნაწლავებში კალციუმს, მაგნიუმსა და თუთიას. ეს გარკვეულწილად აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ ამავე დროს ანადგურებს კბილებსა და ძვლებს.

მოგვიანებით თამაშში ერთვება კოფეინის შარდმდენი თვისებები და ადამიანს ძალიან უნდება მოშარდვა.

კიდევ უფრო მოგვიანებით: ადამიანს კვლავ ეძალება რაიმე ტკბილის მიღების სურვილი. კიდევ დარჩა კოკა-კოლა? თუ არა, ადამიანი ეშვება, ღიზიანდება და ფუჭად ფლანგავს დარჩენილ სამუშაო საათებს.

აი, კიდევ რას აღნიშნავს ნირაჟ ნაიკი: “როდესაც ფარმაცევტად ვმუშაობდი, კარგად ვხედავდი, რა ხანგრძლივ ეფექტს ახდენდა გაზიანი სასმელების მიღება. ჩვენი კომპანიის თითქმის ყველა კლიენტი იყო პირი, რომელიც დღეში ერთ-ორ ბოთლ გაზიან სასმელს მაინც სვამდა. სამწუხაროდ, შემდეგ მათ გამუდმებით უხდებათ საგულე საშუალებების, წნევისა და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების შეძენა. გარდა ამისა, საბრალონი განუწყვეტლივ მკურნალობენ კბილებს და ხშირად ხდებიან მოტეხილობის მსხვერპლნი. განა ნორმალურია, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 1,6 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა იყიდება?!”

იქნებ ყურად იღოთ ნირაჟ ნაიკის ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ღირს თუ არა კოკა-კოლასა და, საზოგადოდ, გაზიანი სასმელების დალევა. იქნებ ნატურალ წვენებსა და ნაყენებზე გადაერთოთ? არ გინდათ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა? იქნებ ამჯერად მაინც დაფიქრდეთ?mkurnali.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები