1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის ამკრძალავი კანონი შესაძლოა 1-ელი მარტიდან აღარ ამოქმედდეს

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ვადამ შესაძლოა გადაიწიოს და შესაბამისი კანონი ძალაში 2016 წლის 1-ელი მარტიდან აღარ შევიდეს. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე ადასტურებს, რომ კანონპროექტის ამოქმედების ვადები გადაიწევს უფრო გვიან, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული. დეპუტატის ვარაუდით, პროექტი სულ მცირე წლის მეორე ნახევრიდან შეიძლება შევიდეს ძალაში. 

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით კი, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ამოქმედების ვადები თავად პარლამენტის მიერ მისი განხილვისა და მიღების ვადებზეა დამოუკიდებული. 

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, ასევე მართვის მოწმობებზე ქულების დაწესებას, ავტომობილების წლოვანების მიხედვით განბაჟების საფასურების შეცვლას და სხვა სიახლეებს ითვალისწინებს, დღეს დეპუტატებმა სამუშაო რეჟიმში შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს. პარლამენტის წევრების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები და განსხვავებული მოსაზრებები. არსებული ინფორმაციით, პროექტის საკომიტეტო განხილვების დაწყებამდე ე.წ. მუშა შეხვედრები გაგრძელდება. 

შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განსახილველად დეკემბრის შუა რიცხვებში წარედგინა. პროექტი აღნიშნული სიახლეების ძირითადი ნაწილის 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებას ითვალისწინებდა, მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებული ინიციატივის ამოქმედება კი, პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი მარტიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხის პარლამენტში ინიცირებისთანავე ითქვა, რომ პარლამენტი განხილვას არ იჩქარებს. 

საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობის დაწყება საგაზაფხულო სესიისთვის დაიგეგმა. შესაბამისად, იცვლება ყველა ის თარიღი, რომელიც ინიცირებულ პროექტშია გაწერილი.
interpressnews.g

კომენტარები

მსგავსი სიახლეები