1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ახალი სათაო სერვისცენტრი გაიხსნა

თბილისში, 25 დეკემბერს, ჩოლოყაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ახალი სათაო სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი სათაო სერვის ცენტრი ორი ცენტრის გაერთიანების შედეგად გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან.

"სოკარ ენერჯის“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის თქმით, ცენტრის გახსნის მიზანია, კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსხურება და სასიამოვნო გარემო შეუქმნას. „მომსახურების სისწრაფე და კლიენტისადმი ინდივიდუალური მიდგომა პროცესს ამარტივებს და კლიენტებს თავს გამორჩეულ გარემოში აგრძნობინებს.“-ამბობს ის.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ მიზანია, თავის კლიენტებს მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება, რაც თავის თავში სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფას, მომსახურების სისწრაფესა და კლიენტისადმი ინდივიდუალურ მიდგომას მოიაზრებს.

მომსახურებისთვის განკუთვნილი კომფორტული სივრცეები აქ კლიენტს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს.

კომპანიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, შეიცვალა ლოგო, იცვლება ბრენდის პოზიციონირება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება პროდუქციისა და სერვისის ხარისხს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები