1 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაგდა პაპიძე: პოლიციაში ტანსაცმელი გამხადეს, მცემდნენ

მეუღლისა და ვაჟიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განცხადებით, დიღმის პოლიციაში მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. 

ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე აღნიშნა. 

„პოლიციაში მთელი ღამე და დღისით მცემეს. გამხადეს ტანსაცმელი. ვინმე ნიკა რომ არ ყოფილიყო, 4 პოლიციელი აპირებდა დიღმის პოლიციაში ძალადობას.  

ფეხში, თავში თირკმელებში მცემდნენ. ეს ყველაფერი მეტყობა. პოლიციელებს ამოვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი“, - განაცხადა პაპიძემ. 

პროკურორის თქმით, ვიდრე პაპიძეს ბრალს წაუყენებდნენ, ის მას შეხვდა და მსგავსი არაფერი უთქვამს. აღნიშნული ფაქტი, პროკურორის თქმით, ბრალდებულმა ბრალის წაყენების შემდეგ გაახმაურა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

შსს–ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე–საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, დიღომში, ფერაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ–მ გაგუდა არასრულწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები