1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კოლეგებთან ერთად ახალი პროექტები განიხილეთ, ახალი საქმეები დაიწყეთ. დილით დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. საღამოს - რომანტიკული პაემანი. 

კურო
დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწევთ გამარჯვებას. წარმატებამდე სულ ცოტა გიკლიათ და შუა გზიდან არ გადაუხვიოთ. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. 

ტყუპი
ახალი, საინტერესო საქმიანობის დაწყება გელით, კარგი დღეა ახალ სამსახურში გადასასვლელად. დღევანდელი ნაცნობობა ვნებიან რომანში გადაიზრდება.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ რომანტიკული ურთიერთობები, დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ზოგიერთს ძველი პარტნიორული კავშირების აღდგენა ელის. 

ლომი
წარსულში შესრულებული საქმის შედეგს დღეს მიიღებთ. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ახალი პროეტები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. საღამო ოჯახში გაატარეთ. 

ქალწული
საინტერესო, პერსპექტიული საქმიანობის დაწყება გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ოჯახში ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. 

სასწორი
განახლების დღეა. ცვლილებები მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში. იყავით პოზიტიური; გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და გარშემო მყოფებთან. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთს დაწინაურება, ახალი პროექტების დაწყება ელის. საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ; ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მოინდომებთ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, კონტრაქტების გასაფორმებლად, ახალი პარტნიორების გასაჩენად. განახორციელეთ არაორდინარული იდეებიც კი. აგრეთვე კარგი დღეა მგზავრობის, მისამართის შესაცვლელად. 

თხის რქა

კარგი დღეა მუშაობისა და სწავლისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აგრეთვე, კაპიტალდაბანდებისა და უძრავი ქონების შესაძენად. მოაგვარეთ საბინაო საკითხი. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება; დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. მუშაობისას მეტი მიზანსწრაფულობა უნდა გამოიჩინოთ თუ სასურველის მიღწევა გსურთ. 

თევზები
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, პროექტების განსახორციელებლად, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საინტერესო და გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები