1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები იპოვიან ან დაკარგავენ სიყვარულს 2016 წელს

მაიმუნის წელთან შესახვედრად მყარი ნერვები, რისკის სიყვარული და თავგადასავლებისადმი მზადყოფნა გმართებთ. იმიტომ რომ წლის მმართველი მოსაწყენი ცხოვრების წესით მცხოვრებ ინდივიდებს, ნაკლებად სწყალობს და ემადლიერება. ამ მხრივ არც პირადი ურთიერთობები იქნება გამონაკლისი. დღეს ჩვენ იმაზე მოგიყვებით, მაინც ვის ელის თავბრუდამხვევი რომანები დამდეგ 2016-ში და ვინ უნდა იყოს ფრთხილად საიმისოდ, რომ უკვე არსებულ ურთიერთობებში სიმყარე და სტაბილურობა შეინარჩუნოს. 


როგორც გაირკვა, იღბლიანი ნაცნობობის, ლამაზი ფლირტის და წლის ბოლოს ქორწინების ყველაზე მაღალიშანსები ამ წელს ქალწულის, ლომის, სასწორის, ტყუპის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის იქნება. 

ვერძებს, კირჩხიბებს, კუროებს, თხის რქებსა და მორიელებს წლის პირველ ნახევარში ექნებათ შანსი პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად. შესაბამისად, ამ ადამიანებმა შანსები აგვისტოს თვემდე მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. 

ცოტა რთული იქნება პირად ფრონტზე ურთიერთობების დალაგება თევზებისა და მშვილდოსნებისთვის. ამასთან ერთად, თევზებისთვის პარტნიორული კავშირების კუთხით წლის პირველი ნახევარი გაცილებით უფრო რთული და არაპროგნოზირებადი იქნება.

რაც შეეხებათ მშვილდოსნებს, მათ აუცილებლად მოუწევთ სერიოზული ბრძოლა გამოუცხადონ ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა: თავქარიანობა და მაძიებელი ბუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ორი კურდღლის მადევარის" პრინციპს მიყოლილებს შესაძლოა საბოლო ჯამში, წლის მიწურულს მარტო მოუხდეთ ახალი წლის გატარება! 
astrologi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები