1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იაშვილის კლინიკა ბუკა ნიკურაძის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

   „მწუხარებას გამოვთქვამთ მერაბ (ბუკა) ნიკურაძის გარდაცვალების გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას: პაციენტი ნიკურაძე მერაბ (ბუკა) მკურნალობდა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, დაუდგენელი და სხვა კონვულსიებისა და პნევმონიის დიაგნოზებით.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიაგნოზი დასმული იქნა დროულად (კლინიკაში შემოსვლისთანავე) და დადასტურებული იქნა კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. მკურნალობა ასევე იქნა დაწყებული დროულად, დიაგნოზის დადგენისთანავე. მკურნალობა მიმდინარეობდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ეროვნული და საერთაშორისო პროტოკოლების მიხედვით და ამ პროტოკოლებში მითითებული მედიკამენტების გამოყენებით.მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დასმული იქნა სისხლის საერთო ანალიზის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ცოტოგენეტიკური და იმუნოლოგიური (ძვლის ტვინის იმუნოფენოტიპირება-გამდინარე ციტომეტრით) კვლევების საფუძველზე. მკურნალობა წარმოებდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის მართვის ეროვნული და გერმანული პროტოკოლის (ALL-IC-BFM I პროტოკოლი) მიხედვით. გამოყენებული იქნა 4 ქიმოითერაპიული პრეპარატი. ქიმიოთერაპიის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული გართულებები მიეკუთვნება ხშირ გართულებათა რიცხვს და მათ შესახებ მშობლის ინფორმირება მოხდა მკურნალობის დაწყებამდე.02.04.2015 წელს მშობლის მოთხოვნით პაციენტი გადაყვანილი იქნა თურქეთის კლინიკაში. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ პაციენტს ჩვენი კლინიკისათვის არ მოუმართავს. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულთა მხოლოდ 77% ექვემდებარება მკურნალობას, ხოლო დანარჩენი 23% მთავრდება ლეტალური გამოსავლით. (მითითებული მაჩვენებელი 10 წლის წინ გაცილებით სავალალო იყო). აღნიშნული შემთხვევა შესწავლილი იქნა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომლის დასკვნის მიხედვით პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა “
იაშვილის კლინიკის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვით, პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში დარღვევები არ დაფიქსირებულა.

რვა წლის ბუკა ნიკურაძე გუშინ დილით გარდაიცვალა. გარდაცვლილი მცირეწლოვნის ახლობლები იაშვილის კლინიკის ექიმს, ასმათ შენგელაიას ბავშვისთვის არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები