1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ,მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ"

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აფასებს. 

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრაყიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას და საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა  სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ისნტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ მჩიხური სიტუცაიიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს, მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

"მივმართავ საქართველოს მთავრობას, ამ ვითარებაში უკან დახევა არ იქნება დამარცხება, პირიქით ეს იქნება გამარჯვება, გამარჯვება საკუთარ თავზე და ქვეყნის ინეტერებისთვის. გაეცალეთ ამ პროცესებს, გაარიდეთ ამ პროცესს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ინტერესებს უკანონოდ გამოხატავს და მიეცით შანსი მართლმსაჯულებას და მხარეებს გაარკვიონ ურთიერთობა ერთმანეთთან. ნუ შეზღუდავთ სიტყვის თავისუფლებას და ნუ დაღუპავთ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო ქვეყნის მომავალს.

"მივმართავ საერთო სასამართლოებს ნუ შესწირავთ თქვენს რეპუტაციას და პირადად თქვენს მომავალასაც უკანონო შეთქმულებებს და უკანონო დავალებებს,"-აცხადებს ნიკა გვარამია.  http://rustavi2.com/ka/news/31663

კომენტარები

მსგავსი სიახლეები