1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკი „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია

თიბისი ბანკის მხარდაჭერით Google-ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი - „Devfest თბილისი 2015“ გაიხსნა. ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება და წელსაც ტრადიციულად პროგრამირებით დაინტერესებულ მსურველებს მასპინძლობს.

წელს „Devfest თბილისი 2015“ ორი დღის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებშიჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, გასართობი თამაშები , დიზაინ-სპრინტი და სხვა აქტივობებია დაგეგმილი.

სპეციალურად ამ ფესტივალისთვის თბილისს Google-ის წარმომადგენელი -ბარიშ იესუგაი, Google-ის ექსპერტი მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებში - ტომას ემილ ლამპრეხტი, U/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი - ოითუნ ერენ შენგული და ერევანის Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი- ვარდან გრიგორიანი ეწვევიან. ისინი დაიტერესებული პირებისთვის ღია ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

Devfest-ზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოიყენონ დღევანდელი დღე და დარეგისტრირდნენ ხვალინდელ აქტივობებზე. დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღება Devfest-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.devfest.ge

Devfest ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო IT ღონისძიებაა, რომელიც წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები