1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მედეა აბრამია: „ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს“

ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და მედიკამენტების ხარისხის საკითხს ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მედეა აბრამია გამოეხმაურა:

„ჯანდაცვის სფეროში მიზანმიმართულად მიმდინარეობს რეფორმები, შესაბმისად, მომსახურებაც უფრო ხარისხიანი გახდა. თუ წლების წინ ჩვენი ასოციაციის დახმარებით წელიწადში 40–დან 80 ბავშვამდე სამკრნალოდ საზღვრგარეთ გაგზავნა გვიწევდა, ამ ეტაპზე  მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. შემცირდა მოზარდების ავადობაც.  მაგალითად, ოსტეომიელიტის დიაგნოზით წელს მხოლოდ ერთი ბავშვი გამოვლინდა, ეს დაავადება განკურნებადი გახდა მთლიანად საქართველოში. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის სიკეთეს ნამდვილად ვხედავ.“

ასოციაცია „ჯანმრთელი ბავშვების“ თავმჯდომარე მნიშვნელოვან მიმართულებად მედიკამენტების ხელმისაწვდომობის საკითხს მიიჩნევს და დადებითად აფასებს ჯანდაცვის სამინსიტროს ინიციატივას მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავების თაობაზე. მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, მაგრამ იმისათვის, რომ  ეს წარმატებულად განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის დანერგვა: „მივესალმები, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას საკუთარ თავზე აიღებს. საუბრობენ ჯენერიკ პრეპარატებზე, რომლებიც გაცილებით იაფია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ადამიანს უნდა შეეძლოს საუკეთესო ხარისხის მედიკამენტით მკურნალობა. თუ სახელმწიფო ამას თავის თავზე აიღებს, ეყოლება ჯანმრთელი საზოგადოება. ჯენერიკებს მთელი მსოფლიო მოიხმარს. ქვეყანაში უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, სადაც ჯენერიკ მედიკამენტების შემოწმება მაღალ დონეზე განხორციელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ახალი მულტივიტამინი გამოჩნდა ბაზარზე, რომელიც შემოგთავაზა მომწოდებელმა კომპანიამ. თუ ქვეყენაში იქნება ლაბორატორია, რომელსაც ვენდობი და  წამლის შემოწმებას შევძლებთ, რა თქმა უნდა, ეს გამორიცხავს არაეფექტიანი წამლის მოხმარებას.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები