ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, როგორც ერთ-ერთ მთავარ წარმატებულ პროექტს, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მკურნალობას 3100 პაციენტი გადის,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ანგარიშში მინისტრმა ასევე წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები. სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოვეტაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში და ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე განცხადებით, მედიკამენტების ფასების დარეგულირების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარ კომპონენტი სწორედ მედიკამენტების ხარისხის კონტროლს ემყარება.
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. რამდენად იმოქმედებს გაძვირებულ მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი და ახალი რეგულაციები, დავით სერგეენკო განმარტავს:
„ფარმაინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად რეგულირებული სფეროა. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს დარგი დერეგულირებულია. სწორედ, ხარისხის კონტროლის სისტემის არარსებობა გვიქმნის პრობლემას, ჩვენთვის უცნობია რა ხარისხის მედიკამენტებს ღებულობენ პაციენტები. ხარისხის სისტემის არარსებობა გვბლოკავს სახელმწიფოს, რომ შევისყიდოთ ჯენერიკები, რადგან ხარისხის ობიექტური დადასტურება არ გაგვაჩნია“
მინისტრი აღნიშნავს, რომ ჯენერიკების შემოსვლა წამლებს მნიშვნელოვანდ გააიაფებს: „საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის წამლებზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ პაციენტებს და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია.“
ამასთან, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები