1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სირცხვილია, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ"

სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში გუშინდელ ვიზიტს. "ზოგადად, სირცხვილია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს პატარა ბიჭივით ჩარბენა უხდება სხვადასხვა მეზობელ ქვეყანაში იმის გამოსასწორებლად, რასაც აფუჭებენ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის სამარცხვინო, რომ ასე არიეს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. სახელმწიფოებრივი ინტერესები ნამდვილად არ უდგას ამას უკან თუ რატომ ვაკეთებთ აქცენტს უფრო ძვირ და პოლიტიზირებულ რუსულ გაზზე. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რამდენად ვნებს ეს ხელისუფლება თავისი არაკომპეტენტურობით, წინდაუხედავობით ან გამიზნული პირადი ინტერესებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ალასანიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები