1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

უხარისხო მედიკამენტების ბაზარზე მოხვედრა დანაშაულია

მედიკამენტების ხარისხის კონტროლს და ფასების საკითხს „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე გამოეხმაურა.

 მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების სფერო მისთვის ნაკლებად ცნობილია, ის შეშფოთებული რჩება, როცა უცხოელი სტუმრები გაკვირვებას ვერ მალავენ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასებით. „ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ ხდება ფასნამატის დაანგარიშება. თუმცა არსებობდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ მოგების პროცენტულობა იყო ძალიან მაღალი. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დახურული ბიზნესია და ისეთი სპეციფიკური თემაა, ზნელია მასში ჩახედვა. აქ შემოდის ასევე  კომერციული საიდუმლოების და სხვა თემებიც. ვფიქრობ, ეს საკითხი კონკურენციის თემებზე ორიენტირებულმა სპეციალურმა უწყებებმა კარგად უნდა შეისწავლონ, – აცხადებს დეპუტატი.

 „რაც შეეხება ფასების ზრდის დოლარის კურსზე გამყარებით ახსნასს, ეს გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ფარმა კომპანიებს მოგების მაჩვენებელი იქნებოდა მინიმალური, რადგან ვიცით, რომ საქართველოში მედიკამენტების უმრავლესობა არის იმპორტირებული და აქედან გამომდინარე, მთლიანად დამოკიდებული ვართ ვალუტის კურსის ცვლილებაზე. ალბათ, ეს არ შეეხება იმ მედიკამენტებს, რომელთა წარმოებაც საქართველოში ხდება, თუმცა აქაც შეიძლება იყოს ცვლილება პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების ფასებიდან გამომდინარე. ეს არის მეტად სპეციფიკური თემა და ღრმად ჩახედულობაა საჭირო, რომ კომპეტენტური დასკვნები გააკეთო“, – მიაჩნია წერეთელს.

 დეპუტატი აცხადებს, რომ მიესალმება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას და ღნიშნავს, რომ ეს საკითხი აქტუალური აქმდეც უნდა გამხდარიყო. „როდესაც ადამიანს სჭირდება წამალი, მას აქვს საგანგებო სიტუაცია და როდესაც ის ამ პრეპარატს იღებს და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგადაა, სინამდვილეში წამალს არ აქვს სასურველი, მოსალოდნელი შედეგი. ჩემი აზრით, ეს სერიოზული დანაშაულია. პირადადაც მქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იმავე დასახელების წამალი მიყიდია ორჯერ, რადგან პირველ ჯერზე არ ყოფილა ეფექტური და არ აკმაყოფილებდა ექიმის მიერ გაცემულ დანიშნულებას. შემდგომში შევიძინე სხვა ფირმის მიერ გამოშვებული იგივე დასახელების პრეპარატი, რომელიც აკმაყოფილებდა მოთხოვებს. საინტერესოა, როგორ ხვდება ასეთი მედიკამენტები ბაზარზე და თანაც უნდა აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა სერიოზული ფასი ღირს. კიდევ აღვნიშნავ, მიკვირს, აქამდე როგორ არ ექცეოდა ამ საკითხს სათანადო ყურადღება“, - განაცხადა თემურ მაისურაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები