2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სასწრაფოდ: გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში მიიღო. 
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე მიმდინარეობს, რომელიც "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ამ საქმეზე დღევანდელი პროცესი, ადვოკატების მოთხოვნით, ხვალისთვის გადაიდო. 
ipn.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები