2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეებთან დაკავშირებით სასიამოვნო მგზავრობა გელით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, გაუფრთხილდით საფულეს. 

კურო 
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. ყურადღებით იყავით როგორც სამსახურის, ასევე საოჯახო საქმეების შესრულებისას. სიფრთხილე გმართებთ, საჭესთან და მგზავრობისას. 

ტყუპი
დღეს საკუთარი თავისა და ახლობლების სიამოვნების გამო ფულის ხარჯვა მოგიწევთ. სამაგიეროდ, სხვებსაც გაახარებთ და თავადაც კმაყოფილი იქნებით. 

კირჩხიბი
სამსახურის და საოჯახო საქმეებისგან დაისვენეთ. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. დღე ბუნებაში მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
დღე შემოქმედებას, ჰობის დაუთმეთ. მეტად დაისვენთ, გამოიძინეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. 

ქალწული
კარგი დღეა ბინის რემონტისა და მშენებლობის დასაწყებად. აგრეთვე ფიზიკური აქტივობისთვის სუფთა ჰაერზე. გაიკაჟეთ სხეული. 

სასწორი 
ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად. თქვენი ცუდი განწყობის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

მორიელი
სიურპრიზი გელით ადამიანისგან, რომელსაც არ ელოდით. დღეს თქვენი ცხოვრება შეიძლება ძირფესვიანად შეიცვალოს. კარგი დღეა ქორწინებისთვის. 

მშვილდოსანი 
მეგობრების წრეში დასვენების, მხიარულების საშუალება მოგეცემათ. აკონტროლეთ ალკოჰოლის დოზა და ნასვამი საჭეს ნუ მიუჯდებით. 

თხის რქა
ნუ აჰყვებით ცდუნებას, რომელიც თქვენვე დაგაზარალებთ. შეიძლება გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები. მოერიდეთ ექსტრიმს, რისკს, აზარტს. 

მერწყული
მეტი დრო გაატარეთ სახლში. საღამოს მეგობრები შინ მოიპატიჟეთ და წვეულება გამართეთ, ოღონდ მეზობლებს ძალიან ნუ შეაწუხებთ. 

თევზები
მეტ დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, გამხიარულდით. ნუ იფიქრებთ წარუმატებლობაზე. შეცდომა ყველას მოსდის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები