2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს თქვენი ვარაუდები გამართლდება; რასაც გაიფიქრებთ, - ასრულდება. შეიძლება ახალი საქმიანობა შემოგთავაზონ და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კურო
დღეს რისკის, აზარტის განწყობაზე ხართ. არარეალური მიზნის გამო შეიძლება მსხვერპლიც კი გაიღოთ. მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ და ნუ გადავარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში. 

ტყუპი
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. დროა, წარსულს დაემშვიდობოთ, ყოველდღიურობას აუწყოთ ფეხი და სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ. კარგი დღეა რჩევის, კონსულტაციის მისაღებად. 

კირჩხიბი
საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოხატვის საშუალება მოგეცემათ. წარმატებას მიაღწევთ სამსახურის საქმეებში. კოლეგების აღიარება და უფროსის შექება გარანტირებული გაქვთ. 

ლომი
ენერგიული ხართ და ახალი გეგმების, იდეების განხორციელების ნუ შეგეშინდებათ. გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. 

ქალწული
კოლეგების, ახლობლების ნათქვამს მეტი ყურადღება მიაქციეთ შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. წარმატებას მიაღწევთ სამსახურის საქმეებში, ზოგს კი დაწინაურება ელის. 

სასწორი
გახსოვდეთ, შეცდომა არ მოსდის მხოლოდ მას, ვინც არაფერს აკეთებს. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, იმოქმედეთ, შეცდომებს კი გზადაგზა გამოასწორებთ. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ყოფილ კოლეგებთან და პარტნიორებთან. შემოირიგებთ განაწყენებულ მეგობრებსაც. 

მშვილდოსანი
დღეს ყველა ცუდს მარტივად დაივიწყებთ და ყველას ყველაფერს აპატიებთ. მართალია, ზოგიერთი ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემა გაგიჭიდებათ, მაგრამ უნდა შეძლოთ. 

თხის რქა
საკუთარ გულისტკივილსა და საიდუმლოს ოჯახის წევრების გარდა ნურავის გაუმხელთ. მეტი დაკვირვებულობა გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. 

მერწყული
არსებული პრობლემები უჩეულო, არაორდინალური მეთოდებით უნდა მოაგვაროთ. დახმარებაზე უარი არ უთხრათ გარშემო მყოფებს. 

თევზები
დღეს ყველა საქმეს წარმატებულად მოაგვარებთ. უამრავი სატელეფონო ზარი გელით. საღამოს, ნაყოფიერი შედეგით კმაყოფილმა, სამომავლო გეგმები ჩამოწერეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები