2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ლიბიის სანაპიროებთან გემების ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, ასობით მიგრანტი დაიღუპა

ლიბიის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ორი გემი ჩაიძირა. ვარაუდობენ, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. 
გემებს დაახლოებით 500 მიგრანტი გადაჰყავდა. ლიბიის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 200 ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს. მათი ნაწილი ქალაქ ზუვარას საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
დაღუპულები ძირითადად სირიელი, ბანგლადეშელი და სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებიდან არიან. 
გაერო-ს მონაცემებით, წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 400 მიგრანტი დაიღუპა. ისინი ამ გზით ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. 10 000-ზე მეტმა მიგრანტმა წლის დასაწყისიდან დღემდე იტალიის, 160 000-მა კი საბერძნეთის სანაპიროებთან მიღწევა შეძლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები