2 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმისას მედიკამენტების მაღალი ფასები უნდა იქნას გათვალისწინებული

ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა პრიორიტეტად გამოაცხადა. რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად განხორციელდება და გულისხმობს ამბულატორებისა და პოლიკლინიკების რემონტსა და აღჭურვას, ოჯახის ექიმების გადამზადებას, მათთვის ანაზღაურების გაზრდას და ზოგადად, პრევენციული მედიცინის განვითარებას. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, პაციენტებთან ერთად, პირდაპირ ეხება პირველად რგოლში დასაქმებულ მედიკოსებს, ამდენად, მათი აზრი ამ საკიხთან მიმართებაში განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ დავუკავშირდით კოჯრის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმს მაია დავითურს და იმ პრობლემებსა თუ მიღწევებზე ვესაუბრეთ, რაც დღესჯანდაცვის პირველად რგოლშია „პირველადი ჯანდაცვის რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ჯანდაცვის სისტემისათვის, რადგან თუ ის გამართულად არ მუშაობს, პაციენტისთვის რთულია მიმართულების მიცემა, პირველად დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ. პრობლემები, პირველად რგოლში, მეტ-ნაკლებად, ერთგვაროვანია. ანაზღაურების პრობლემა გვაქვს, რადგან ექიმები, რასაც ჩვენ საქმეში ვდებთ, იმის მეათედსაც ვერ ვიღებთ. გვესმის საერთო მდგომარეობა, რისი შესაძლებლობაც აქვს სახელმწიფოს, ისე გვინაზღაურებს შრომას, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა რთულია. რაიმე შეცდომა რომ მოგვივიდეს, ყველაფერი ექიმს ბრალდება, თუმცა არავინ ფიქრობს თავად ექიმი რა პირობებში მუშაობს. ასევე, ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს ტრანსპორტირება. მაგალითად, კოჯორში საკმაოდ მკაცრი კლიმატია. განსაკუთრებით გვიჭირს ზამთარში, რადგან ფეხით გვიწევს გადაადგილება, რომ პაციენტამდე მივიდეთ“, – ამბობს მაია დავითური. მისი აზრით, გარდა ექიმების პრობლემებისა, რეფორმის დაგეგმვისას და მიმდინარეობისას გასათვალისწინებელია პაციენტთა მატერიალური შესაძლებლობა. „ვგულისხმობ, რომ 90%–ს არ აქვს სამედიცინო კვლევების ჩატარების, თუ შემდგომში დანიშნული მედიკამენტების შეძენის თანხა. ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება, შეშინება გვიწევს პაციენტების, რომ როგორმე ვაიძულოთ პრეპარატების შეძენა. ზოგჯერ ყიდულობენ, მაგრამ უკვე იმდენად გვიან, რომ აზრი აღარ აქვს, გართულებული აქვთ მდგომარეობა. ძალიან არის გაძვირებული წამლები, თუნდაც ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზეც. ეს რის გამო ხდება, მე არ ვიცი, თუმცა სასურველი იქნება, რეფორმის დაგეგმვისას ამ საკითხებსაც თუ განიხილავენ და ამ მიმართულებითაც იმუშავებენ“, –აცხადებს სოფლის ექიმი. იგი არნისნავს, რომ ზოგადად, ვითარება უკეთესობისკენ მიდის. „ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც ექიმი, არამედ როგორც პაციენტი. ბევრი გამოკვლევა უკვე უფასოდ ხდება, საყოველთაო ჯანდაცვაც ბევრ პროცედურას აფინანსებს, ჩვენი მომსახურებაც უფასოა. ნამდვილად წინ მივდივართ, თუ ასე სვლას გავაგრძელებთ. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, იმედი გვაქვს, ჩვენ მდგომარეობასაც გამოასწორებს,“, - განაცხადა მაია დავითურმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები