2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზღვისპირა ქალაქში „ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება

"ღამის სერენადები", I’CULTURE Orchestra, ედრიენ ბელიუ,  ბიგ ჯონსი და  გრუვსონიქსი - საღამოები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ

”ჰით  ბათუმი 2015”   გრძელდება. ამჯერად,  25-30 აგვისტოს  ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს.  პროექტის ფარგლებში დღეს საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"  სტარტს აიღებს. კონცერტები ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.

25 აგვისტოდან ბათუმი უკვე მეშვიდედ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ღამის სერენადებს“ უმასპინძლებს. კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული სოლიტები და დირიჟორებიც მიიღებენ. „ღამის სერენადები“ წელს იცვლის გეოგრაფიას და მასშტაბებს და ბათუმის კონცერტებს თბილისური საღამოებიც შეემატება.  წელს ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს - თბილისში. ფესტივალი საქველმოქმედო საღამოთი დაიხურება. კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება.

ღამის სერენადები 2009 წლიდან ბათუმში იმართება. მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ფესტივალში მონაწილეობს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ანსამბლი "ვირტუოზები" და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვაღამის სერენადებისსაფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაცია კვირეულის ფარგლებში შედგება. 

I’CULTURE Orchestra , რომელიც   სხვადასხვა სიმპოფონიური ორკესტრის  ცნობილ წარმომადგენლებს აერთიანებს, ზღვისპირა ქალაქს დღეს ესტუმრება. კლასიკური მუსიკის დღეების ფარგლებში მსოფლიო ორკესტრი ხვალ, 26  აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ  ცენტრში დიდი შემადგენლობით  დაუკრავს. სხვა ცნობილ სოლისტებთან ერთად, ამ დღეს  ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც მონაწილოებს. ამჯერად, ორკესტრს უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცი უხელმძღვანელებს.  კალისკური მუსიკის მოყვარულებს  სასიამოვნო  საღამო ელით. ეს იქნება კონცერტ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. I’ CULTURE Orchestra   ზღვისპირა ქალაქში რახმანინოვთან და  პროკოფიევთან ერთად ბევრ ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქი „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში  25-30 აგვისტოს ედრიენ ბელიუს,  ბიგ ჯონსა და  გრუვსონიქსის უმასპინძლებს. ამასთან, ქართველი შემრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დათო გომართელი, კორკოტა, ქუჩის მუსიკოსები, გიო ხუციშვილი და მისი ბიჭები, გუფილენდი.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები