2 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას უფროსთან. არ დაარღვიოთ კანონი. მშობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 

კურო
ნუ გგონიათ, რომ გამოუვალ სიტუაციაში ხართ. ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს. მთავარია, დაკვირვებულად და ზოგჯერ არასტანდარტულად იმოქმედოთ.

ტყუპი
თან გსურთ, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავდეთ, თან თავისუფლების დაკარგვა არ გსურთ. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და რთულ მომენტში იუმორის გრძნობა რა დაკარგოთ. 

კირჩხიბი
მოერიდეთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას, კამათს ოჯახის წევრებთან, ფინანსური საკითხების მოგვარებას (არ დაკარგოთ ფული). გეგმების განხორციელება სხვა დღისთვის გადადეთ. 

ლომი
მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და საყვარელ ადამიანთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, ახლობლებთან. შორ მანძილზე მგზავრობა სხვა დღისთვის გადადეთ. 

ქალწული
მიზნის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. თუმცა, ნუ დაყრით ფარ-ხმალს და იბრძოლეთ გამარჯვებამდე. რჩევისა და დახმარებისთვის ახლობლებს მიმართეთ. 

სასწორი
წარსულში დაბრუნების და შეცდომების გამოსწორების შანი მოგეცემათ. დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ მათ სიურპრიზები. 

მორიელი 
დღეს მთების გადადგმის სურვილი გაგიჩნდებათ და რაც მთავარია, ბევრ ისეთ საქმეს გააკეთებთ, რაც ადრე შეუსრულებელი გეჩვენებოდათ. სასიამოვნო საქმიანობა მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. 

მშვილდოსანი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. კარგი დღეა საბინაო და ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად. გარშემო მყოფების რჩევასა და დახმარებაზე უარი არ თქვათ. 

თხის რქა
ახალი საქმეების დაწყებაც შეგიძლიათ და ხალხის მართვაც. მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით და დახმარებისთვის გარშემო მყოფების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. 

მერწყული
დღეს გარშემო მყოფებზე მზრუნველი იქნებით. მეტი ყურადღება გმართებთ შვილების მიმართ. კარგი დღეა ცოდნის გაზიარებისთვის. 

თევზები
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან გულახდილობას. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ურთიერთობისას. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები