2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

განუმეორებელი მაქს ზი საქსი ბათუმშია - მუსიკა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

17-23 აგვისტოს, ბათუმი ელექტრონული მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. კვირეული ზღვისპირა ქალაქში „ჰით-ბათუმი 2015“-ის ფარგლებში გაიმართება. დღეს, 18 აგვისტოს, ბათუმს პაროვ სტელარის ბენდის წევრი - მაქს ზი საქსი ეწვევა, რომელიც საკუთარ რეპერტუარს საფესტივალო კლუბ “Take Five” - ში შეასრულებს. ის ამავე დროს პაროვ სტელარის ბენდის წევრია, უკრავს საქსაფონზე. მან ასევე პაროვ სტელარისგან დამოუკიდებლად შექმნა ორკაციანი ჯგუფი, საქსაფონითა და დრამერით. ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებს ელექტრონულ მუსიკას სწორედ ისინი შესთავაზებენ. მაქს ზი საქსის რეპერტუარის მოსმენა მის თაყვანისმცემლებს ხვალაც შეეძლებათ. ეს არის მუსიკა, რომელიც არ უნდა გამოტოვთ! ამავდროულად, 20 აგვისტოს, პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“ სტარტს აიღებს, რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება დაბათუმში 23 აგვისტოს დასრულდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი უცხოელ და ქართველ შემსრულებლებს აერთიანებს. ამავდროულად, „სითი საუნდი“ უცხოელ და ქართველ არტისტებს მოუყრის თავს. აღნიშნული ფესტივალის ამოცანაა იმ ტიპის „საუნდის“ პოპულარიზაცია, რაც დღეს პოპულარულია ევროპაში, კერძოდ ბერლინში. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი ქართველ დიჯეებზე გაკეთდება. ფესტივალში 20 ქართველი და 25 უცხოელი არტისტი მონაწილეობს. სითი საუნდის დღეები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სამი სხვადასხვა ფორმატის ელექტრონულ მუსიკას გააერთიანებს. სამი დღის განმავლობაში სცენის დიზაინები სამჯერ განახლდება. პირველ დღეს - განათება, მეორე დღეს დაემატება ვიზუალ არტი და მესამე დღეს კი ამ ყველაფერს ე.წ. მეფინგი გააერთიანებს. სცენის დიზაინზე, ვიზუალზე და მეფინგზე მსოფლიოს არტისტებთან ერთად ქართველი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მიზანია ქართველი და ევროპელი დიჯეების დაახლოება, , მუსიკის გაცნობა, კონტაქტების გაცვლა და ქართული ელექტრონული მუსიკის ევროპაში პოპულარიზაცია. ბათუმის ჩოგბურთის კორტები ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში 20-22 აგვისტოს 20:00 საათზე City Sound-ს უმასპინძლებს, ხოლოდ 20-23 აგვისტოს, 13:00 – 19:00 საათზე საფესტივალო კლუბი Take Five გიორგი შენგელიას, DJ ერიქსონს, DJ კობერტს, Vincent Volt, Hvl და ლაშა გურულს რეპერტუარს დაეთმობა. 21 და 23 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრსა და პიაცაზე მუსიკალური საღამო „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 23 აგვისტოს, საფესტივალო კლუბში გიორგი შენგელიას რეპერტუარით დასრულდება. ”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება! აქ ყოველდღე რაღაც ხდება! პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები. „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე. „ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“. პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყანას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები