2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

”ჰით ბათუმის 2015” გრძელდება - შექსპირისეულ პიესას “როგორც გენებოთ” ამჯერად პიაცა მასპინძლობს

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება. ამჯერად,  10-16 აგვისტოს  ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება. 

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

დღეს, 14 აგვისტოს, 22:00 საათზე,  ბათუმი  პიაცაზე მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს შექსპირის ყველაზე  უცნაურ პიესას - “როგორც გენებოთ” უმასპინძლებს.

ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ.

პიაცაზე გაჩერდება დრო და აღარაფერი იქნება მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირი შეგვიტყუებს, შეგვიტყუებს, როგორც ტყეში.

ერთი მხრივ ყველაზე "არაშექსპირული" პიესა, რომელიც თითქოს შექსპირის ყველა მომდევნო ნამუშევრის საწყისია. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, "ზაფხულის ღამის სიზმრის" მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს.

„ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი,“ - განმატავს პიესის ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე.

სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე, ხოლო კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე.მონაწილეობენ ონისე ონიანი,როლანდ ოქროპირიძე,ზურაბ ბერიკაშვილი,ნიკა კუჭავა,დავით ხურცილავა,ბესო ბარათაშვილი,მალხაზ აბულაძე,ნიკოლოზ თავაძე,თამარ ბუხნიკაშვილი,ნატა მურვანიძე, ქეთევან ცხაკაია, ქეთევან შათირიშვილი, ანკა ვასაძე, ნატო კახიძე, მანანა კოზაკოვა.

მანამდე ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და  დამსვენებლების განწყობაზე 19:00-21:00 საათზე  კვლავინდებურად The New York Brass Band იზრუნებს. სტარტი შადრევნებიდან,  სანაპიროს ზოლის გავლით კოლონადებში, სადაც 15-20 წუთიანი შოუ გაიმართება. მსვლელობას პიაცაზ დაასრულებენ. საღამოს 23:00 საათზე გუფი ლენდი და The New York Brass Band კვლავ საფესტივალო კლუბში ცნობილი ჰიტებით გელიან.

ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები