2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ძლიერი პოზიციის მიუხედავად, შეიძლება კონკურენტები გამოგიჩნდნენ. მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ. გაუფრთხილდით უკვე მიღწეულს და ნუ გაამხელთ სამომავლო გეგმებს. 

კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. 

ტყუპი
კოლეგების წარმატება კარგ განწყობაზე დაგაყენეთ, მაგრამ ეცადეთ, თავადაც იბრძოლოთ წარმატებისთვის. ახალი საქმიანი შემოთავაზებები ყურადღებით განიხილეთ. 

კირჩხიბი
დღეს სხვების დაუხმარებლად მოაგვარებთ ყველა საქმეს. საკუთარ თავს რთული მისიები დაუსახეთ, მარტივებს ისედაც გაართმევთ თავს. 

ლომი
სამსახურში ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. დრო დასვენებას, კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუთმეთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეების სირთულისა და მოუწესრიგებელი პირადი ცხოვრების გამო გარშემო მყოფებთან ნუ იწუწუნებთ. კარგი დღეა ლოცვისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის. 

სასწორი
მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ, მეტად დაისვენეთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. 

მორიელი 
წარმატებას მიაღწევთ სამსახურის საქმეებში. შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი. გარშემო მყოფებში დაფასება და აღიარება გელით. 

მშვილდოსანი
მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას და გაუფრთხილდით გულს. 

თხის რქა
ნუ მოექცევით გარშემო მყოფთა გავლენის ქვეშ. ყურადღება და სერიოზული მიდგომა გმართებთ მოვალეობებისადმი. გაიაზრეთ ყოველი ნაბიჯი, სიტყვა და ეცადეთ, სამსახურშიც და შინაც ყველაფერი მოწესრიგებული გქონდეთ. 

მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, ისე არ გაგრილდეთ, რომ არ გაცივდეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. თუ არ გსურთ უძილობამ შეგაწუხოთ, მოერიდეთ ძილის წინ "კოშმარების" ყურებას. 

თევზები
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას და დეპრესიაში გადავარდნას. მეტი დრო გაატარეთ მხიარულ გარემოში. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები