2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მხიარული პანტომიმები ბათუმში - თეატრალიზებული მსვლელობა ბულვარიდან სანაპირო ზოლის გავლით

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება. ამჯერად,  10-16 აგვისტოს  ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება. 

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

ბათუმში თეატრალური აუდდორის კვირეული დაიწყო, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

ქუჩის თეატრის დღეების დაწყება  ბათუმის ბულვარში "სპარკი! ლედ დრამერებმა“ გვამცნეს. ბულვარში მანათობელმა დრამერებმა  არნახული შოუ დადგეს!

ერთი სიტყვით, ქუჩის თეატრის დღეები დაიწყო!

დღეს დილიდან კი, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის მსახიობებმა ბათუმელებსა და ქალაქის დამსვენებლებს  სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს. პანტომიმები მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ - თეატრალიზებული მსვლელობა მათ ბულვარიდან  დაიწყეს და სანაპირო ზოლს გაჰყვნენ. გზადაგზა ისინი დამსვენებლებს სხვადასხვა ქუჩის პერფომანს სთავაზობდნენ.

„ბათუმი არანორმალურად ლამაზი ქალაქია, შექმნილია სწორედ, ასეთი ფესტივალისთვის.  აქ არაჩვეულებრივი და  განსაკუთრებული მაყრებელი და მსმენელია...  ასე რომ, გელით, ყოველ დღე აქ სასწაული ხდება,“ - აღნიშნავს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

დღეს საღამოს კი, 21:30 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კორტები ბოლივუდ მასალა ორკესტრას უმასპინძლებს. ისინი ინდოეთიდან „ჰით ბათუმის“ პროექტის ფარგლებში ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ესტუმრნენ.

გვიან ღამით ბულვარში ყველას კვლავინდებურად მანათობელი აღლუმი გელით - კვლავ Spark! LED Drummers ლოდნონიდან.

10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)

12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)

13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“

13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band

14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები