2 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი თავი Google-ის ცხოვრებაში - კომპანია Alphabet

მასალა მოწოდებულია კომპანია Advertwise - ის მიერ

ახალი თავი Google-ის ცხოვრებაში - კომპანია Alphabet

„როგორც სერგეი ბრინმა და მე დავწერეთ დამფუძნებლების წერილში 11 წლის წინ " Google არ არის ჩვეულებრივი კომპანია. ჩვენ არ გვაქვს განზრახვა იმისა, რომ ვიყოთ ერთადერთი’’. ჩვენ ასევე ვამბობდით რომ: "შესაძლებელია ელოდოთ ჩვენგან მცირე ფსონებს იმ საქმეებში, რომლებიც უცნაურად შეიძლება ჟღერდეს ჩვენს მიმდინარე ბიზნესებთან შედარებით.’’ თავიდანვე  ჩვენ ვიბრძოდით, რომ გაგვეკეთებინა მეტი, მნიშვნელოვანი და ღირებული საქმე იმ რესურსებით, რაც ჩვენ გვქონდა.

 ჩვენ გავაკეთეთ საქმეები, რომლებიც იმ დროს სიგიჟედ ეჩვენებოდა ხალხს. დღესდღეობით კი ბევრ ასეთ სიგიჟეს, როგორიცაა  Google Map, Youtube, Chrome  და ანდროიდი ჰყავს  მილიარდი მომხმარებელი.  ჩვენ არ ვჩერდებით ამაზე. ჩვენ კვლავ ვცდილობთ გავაკეთოთ საქმე, რომელზეც სხვები ფიქრობენ, რომ ეს სიგიჟეა.

ჩვენ გვჯეროდა, რომ კომპანიებისთვის უფრო კომფორტულია აკეთონ იგივე საქმე მცირე ცვლილებებით, თუმცა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, სადაც რევოლუციური იდეები წამყვანია, საჭიროა თავი ვიგრძნოთ ცოტათი არაკომფორტულად, რომ ავყვეთ ცვლილებებს.

 ჩვენი კომპანია დღეს კარგად მოღვაწეობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ  შეგვიძლია გავხადოთ ის უფრო მეტად პასუხისმგებლიანი. ამიტომ ჩვენ ვქმნით ახალ კომპანიას სახელწოდებით Alphabet. Alphabet (http://abc.xyz)  მე მოხარული ვარ, რომ ვიქნები მისი CEO და ვმართავ კომპანიას ჩემს პარტნიორ სერგეისთან ერთად, რომელიც იქნება მისი პრეზიდენტი.

 რა კომპანია იქნება Alphabet? Alphabet არის თავმოყრა კომპანიების, რომელთაგან უდიდესი არის Google, თუმცა Alphabet-ში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმ კომპანიებს, რომლებიც შორს დგანან ჩვენი მთავარი ინტერნეტ პროდუქტებისგან. მაგალითად; ჩვენი საქმიანობა ჯანდაცვის სფეროში: Life Sciences (რომელიც მუშაობს თანამედროვე კონტაქტური ლინზების წარმოებაზე) და Calico (ხანგრძლივობაზე ორიენტირებული). ჩვენ გვჯერა, რომ  ეს საშუალებას მოგვცემს დამოუკიდებლად ვმართოთ ამ კომპანიების საქმეები, რომლებიც არც ისე ახლოს არის ჩვენს სფეროსთან. Alphabet არის შექმნილი ბიზნესების წარმატებისთვის, ძლიერი ლიდერების საშუალებით და დამოუკიდებლობით.

ჩვენი მოდელია გვყავდეს ძლიერი CEO -ები, რომელებიც მართავენ ბიზნესს ჩემი და სერგეის უშუალო ჩარევით, რომ  დარწმუნებული ვიყოთ  ჩვენი ბიზნესის კარგ მსვლელობაში. ჩვენ უშუალოდ ავირჩევთ დიდებულ CEO-ებს ჩვენი ბიზნესისთვის და ჩვენვე განვსაზღვრავთ მათ ანაზღაურებას.  დამატებით, ახალ სტურუქტურაში ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავნერგოთ რეპორტინგი, სადაც Google-ის ფინანსები იქნება უზრუნველყოფილი განცალკევებით, ვიდრე დანარჩენი Alphabet-ის ბიზნესის.

ახალი სტრუქტურა საშუალებას მოგვცემს ფოკუსირება მოვახდინოთ იმ დიდ შესაძლებლობებზე რომელიც Google-ის შიგნითაა. ამის ძირითადი ნაწილი იქნება სუნდარ პიჩაი. სუნდარი იმას ლაპარაკობს, რასაც მე ვიტყოდი (ხანდახან, უკეთესსაც კი.) მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც  აიღო პასუხისმგებლობა პროდუქტზე და ინჟინერიაზე ჩვენს ინტერნეტ ბიზნესში. სერგეი და მე ვიყავით აღფრთოვანებული მისი პროგრესით და ერთგულებით. ამან გვაჩვენა, რომ უკვე დროა ის გახდეს Google-ის CEO. მე ვარ ბედნიერი, რომ მყავს ასეთი ნიჭიერი პიროვნება გუნდში, როგორიცაა სუნდარი და ეს გადაწყვეტილება მე საშუალებას მომცემს უფრო მეტი დრო დავუთმო ჩვენს შთაგონებას. მე ვატარებ დიდ დროს მასთან, ვეხმარები და ასეც გავაგრძელებ. Google ასევე გამოუშვებს ახალ პროდუქტებს და მე ვიცი, რომ იგი ყოველთვის იქნება მიმართული ინოვაციებზე. ცოტა ხნის წინ, ჩვენ გამოუშვით Google Photos და Google Now, გვაქვს სერვისები, რომლთაც აქვთ თავის იდენტურობა, როგორიცაა YouTube.  სუზანი აკეთებს ძალიან დიდ საქმეს როგორც CEO და წარმატებით უძღვება ასეთ დიდ ბრენდს.

სერგეი ბრინი და მე სერიოზულად ვაპირებთ ახალი ბიზნესის დაწყებას. კომპანია Alphabet ასევე მოიცავს ჩვენს X lab-ს, რომელიც გამოუშვებს ახალ მოწყობილობას, როგორიცაა უპილოტო კურიერი Wing.  ჩვენ ასევე გავზრდით ჩვენს ინვესტიციებს ახალ პროდუქტებში.

Alphabet Inc. ჩაანაცვლებს Google Inc. - ს, როგორც საქციო საძოგადოება და ყველა Google-ის აქცია ავტომატურად კონვერტირდება Alphabet -ის აქციაში. Google გადავა ალფაბეტის მფლობელობაში.

ჩემთვის და სერგეი ბრინისთვის ეს არის ახალი თავი Google-ის ცხოვრებაში -  კომპანია Alphabet-ის დაბადება. ჩვენ მოგვწონს ეს სახელწოდება, რადგან გამოხატავს ენას, კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებას  და სწორედ ეს გამოგონება  არის ბირთვი იმისა თუ როგორ ვაკეთებთ ჩვენ ინდექსირებას Google-ის საძიებო სისტემაში.  ჩვენ ასევე მოგვწონს მისი მნიშვნელობა Alpha-bet (Alpha იქნება გამოწვევა და ფსონი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ ინვესტიციების ნიშნულზე მაღლა ამოღებას) რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. მე უნდა დავამატო, რომ ჩვენი ამბიცია არ არის, რომ ვიყოთ  დიდი სამომხმარებლო ბრენდი ერთმანეთის მსგავსი პროდუქტებით  - საქმე იმაშია, რომ კომპანია Alphabet-ში არსებულ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობა და განავითარონ უშუალოდ საკუთარი ბრენდები.

მოხარულები ვართ რომ....

*გავაკეთებთ უფრო მეტად ამბიციურ საქმეებს.

*გვექნება გრძელვადიანი ხედვები.

*გაძლიერება დამწყები მეწარმეების და კომპანიების განვითარება.

*ჩაიდება ინვესტიციები იმ  მასშტაბის შესაძლებლობების და რესურსების, რასაც ჩვენ ვხედავთ.

*ყველა ბიზნესი იქნება ჩვენთვის გამჭვირვალე

შედეგად, განვითარება ხალხის ცხოვრება, რაც  შეგვიძლია.

რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ვიმუშავოთ ყველასთან, კომპანია Alphabet-ის ოჯახში.  

არ ინერვიულოთ, ჩვენც ჯერ ისევ ვეგუებით ახალ სახელს.’’

კომენტარები

მსგავსი სიახლეები