2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

როგორ ამოვიცნოთ სასურველი პარტნიორის სექსუალურობის დონე წინასწარ

ადამიანის ინტიმური ცხოვრება, რასაკვირველია, სხვა ფაქტორებთან ერთად, იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. ამის ცოდნა კი, საჭიროა, რათა სწორად ამოიცნოთ სასურველი პარტნიორის სექსუალურობის დონე. 
თუ გსურთ, სამომავლოდ სწორად აირჩიოთ სასიყვარულო პარტნიორი, ამაში დაგეხმარებათ ის ასტროლოგიური ჰოროსკოპი, რომელიც კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეესაბამება. 
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიჯიუტით და პარტნიორთან ურთიერთობისას უყვართ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება. მათ ადვილად შეუძლიათ საპირისპირო სქესთან საერთო ენის გამონახვა, რის გამოც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან და არც თაყვანისმცემელთა ნაკლებობას განიცდიან. ეს თვისებები მათ სტიმულს აძლევთ ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სექსუალური თანაცხოვრების დროსაც კი არ უყვართ პარტნიორზე დამოკიდებულება და, არ არის გამორიცხული, ეგოიზმი გამოიჩინონ.  
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგრძნობიარეები, პრეტენზიულები და ამავდროულად, მომთხოვნებიც არიან. ცდილობენ, სასიყვარულო პარტნიორი გაანებივრონ. სქესობრივ ცხოვრებაში სწორედ ისეთები არიან, როგორიც ნებისმიერ ადამიანს მოსწონს. ხიბლავთ გულღია ურთიერთობები, თუმცა, არ არიან ერთგულები და ხშირად ეძებენ მრავალფეროვნებას ახალ რომანებსა და თავგადასავლებში.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში საღი აზროვნებით გამოირჩევიან. შეუძლიათ, ერთი მზერით გაშიფრონ ადამიანი. მიუხედავად ამისა, უყვართ ხანმოკლე რომანები და ცდილობენ, დამოკიდებული იყვნენ თავიანთ სექსუალურ პარტნიორზე. 
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავშეკავებულები არიან სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ, ყოველთვის იგრძნობა ის ვნება, რაც მათ შინაგანად აქვთ. უყვართ, როცა დამოკიდებული არიან სექსუალურ პარტნიორზე და მთლიანად ენდობიან მათ. თუ პარტნიორისგან ვერ იგრძნეს ის, რისი იმედიც ჰქონდათ, შეუძლიათ, მაშინვე შეწყვიტონ მასთან ურთიერთობა. თუმცა, ისინი თბილი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მაცდურები და მიმზიდველები არიან, მაგრამ, შედარებით ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტით. გრძნობებს ბოჭავენ და არ აძლევენ თავს საშუალებას, ბოლომდე გაიხსნან პარტნიორთან. ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სქესობრივ კავშირზე და ყოველ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც მომავალ საქმროს. 
ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებში ნაზები, თბილები და მოსიყვარულეები არიან. ამ თვისებების წყალობით ისინი ადვილად ხიბლავენ და აბამენ მახეში საპირისპირო სქესს. შემდეგ კი ენდობიან რჩეულს როგორც სექსში, ასევე, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძლიერი სექსუალური პარტნიორები არიან, გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტითა და ვნებით. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ინტიმურ ცხოვრებას ნაკლებ ყურადღებას აქცევს და არ ცდილობს,  იმ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, ვინც მათ სექსუალურ ფანტაზიებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები მიმზიდველები, მომხიბვლელები და ზედმეტად კონსერვატორები არიან. გონივრულად ირჩევენ პარტნიორს და ინტიმური ცხოვრების დროს მთლიანად კარგავენ დროისა და სივრცის შეგრძნებას. არიან ერთგული პარტნიორები და ყოველთვის შეგიძლიათ მათი ნდობა.
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სასიყვარულო პარტნიორის არჩევისას ცდილობენ, მასზე ინფორმაცია მანამ მოიპოვონ, სანამ რომანს გააბამენ. ინტიმის დროს უყვართ რეალობისგან მოწყვეტა და ფანტაზიის მორევში გადაშვება. თუმცა, მათი ნდობა სარისკოა. 
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები ცდილობენ, მიენდონ თავიან სასიყვარულო პარტნიორს. არიან ზედმეტად თბილები და სექსუალურები. ხშირად თავად დგამენ პირველ ნაბიჯს და იჩენენ ინიციატივას სასიყვარულო კავშირის დასამყარებლად. არიან ერთგული პარტნიორები. 
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დიდი სტიმულის მომცემია, თავად სექსი კი – მეორეხარისხოვანი. უყვართ რომანტიკული გარემო, დროსტარება და, ამასვე ითხოვენ პარტნიორისგან.
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება სასიყვარულო სფეროში და დიდხანს ფიქრობენ სექსუალური პარტნიორის არჩევის დროს. თუმცა, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მათი ნდობა შეიძლება. ისინი უღალატო პარტნიორები არიან და ცდილობენ, ხშირად გაანებივრონ თავიანთი რჩეულები სასიყვარულო-ინტიმურ-რომანტიკული საღამოებით.http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები