ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
თანამედროვე მუსიკის დღეები დასრულდა, თუმცა ”ჰით ბათუმი 2015” გრძელდება. ზღვისპირა ქალაქი 4 დღის განმავლობაში უცხოელ და ქართველ თანამედროვე შემსრულებლებს მასპინძლობდა.
თანამედროვე მუსიკის კვირეულმა სტარტი 6 აგვისტოს, კახაბერი და ხანუმების კონცერტით აიღო. ამას მოჰყვა ბოშური საღამო MANOLO “The Voice of the Gypsiess” -გან. ასევე მონაწილეობდნენ უკრაინული პოპ-როკ ჯგუფი „ოკეან ელზი“, რომა რცხილაძე და მისი ბენდი „+995“ . საფესტივალო კლუბში კი ორი დღის განმავლობაში VIVA Brasil-ს შოუ გაიმართა.
თანამედროვე მუსიკის დღეები ბრიტანული ალტერნატიული როკ ბენდის „ტოპლოუდერის“ კონცერტით დასრულდა.
8 აგვისტოს, უკრაინული როკ-ბენდის OKEAN ELZY-ის კონცერტის დაწყებამდე მსმენელმა წუთიერი დუმილით 2008 წლის აგვისტოს ომში დარუპულ გმირებს პატივი მიაგო.
"ომი ყოველთვის ცუდია. არავინ მსოფლიოში არ უჭერს ომს მხარს, იმიტომ, რომ ომის პერიოდში ადამიანები იღუპებიან და ეს ცუდია. ვფიქრობ, უკრაინა ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც საქართველო 2008 წელს. იმედი მაქვს, რომ უკრაინა გადაიტანს ამ ყველაფერს და აღარასდროს იქნება ომი", - აღნიშნა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა.
„ძალიან სასიამოვნოა, როცა ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე მუსიკის დღეებს ჩვენ ვხსნით. სიმღერები შესრულდა როგორც პირველი, ასევე ინტერნაციონალური ალბომიდან. დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო ჩვენი მხრიდან კორტების სცენაზე, ეს იყო განსხვავებული კონცერტი,რაც ამ პერიოდში გამიმართავს, რადგან ბათუმი ჩემი ქალაქია. შევხდი ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარას. უამრავი დადებითი ემოცია და განწყობა მოდიოდა მსმენელისგან. ეს ჩემითვის უპირველესია! ძალიან საამაყოა, როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ,“ - აღნიშნა კახებერმა.
„ ჩვენი ბენდის სახელი „+995“ შემთხვევითი არ არის. ესაა საქართველოს საერთაშორისო კოდი. ჩვენ შევხვდით ზღვისპირა ქალაქელებსა და მათ სტუმრებს და კონცერტი შედგა. მნიშვნელოვანი პროექტია, ვფიქრობ წარმატებული იქნება და ყოველწლიურად გაიმართება,“ - გვითხრა მუსიკოსმა რომა რცხილაძემ.
„პირველად ვარ ბათუმში და შთაბეჭდილებებით სავსე. საკმაოდ, საინტერესო მსმენელი იყო. საოცარი მუხტი და დიდი ემოცია მოდიოდა მათგან,“ - აღნიშნა „ტოპლოუდერის“ სოლისტმა ჯო უოშბორნიმ.
კახაბერი (კახა ცისკარიძე) ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიჭიერი მუსიკოსია (დრამერი) საქართველოში. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დღეს უკვე პოპულარულია და ჰიტად არის ქცეული. ის ავტორია წარმატებული მუსიკალური პროექტების საქართველოში, რომელიც საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. „კახაბერი და ხანუმები“ მისი ბოლო მუსიკალური პროექტია, რომელიც წარმატებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მისი პირველი ალბომი "ანიდან ჰაემდე“ მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას თანამედროვე შტრიხებით.
„ოკეან ელზი“ (უკრ. თარგმ. ელზას ოკეანე), ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული უკრაინული როკბენდი ჩამოყალიბდა 1994 წელს უკრაინაში. ბენდის ვოკალისტი და ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი. ოკეან ელზი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი უკრაინული როკბენდია არა მხოლოდ უკრაინაში, არამდენ დსთ-ს ქვეყნებშიც.
ბენდი განსაკუთრებულია სიმღერების სიღრმისეული ტექსტებითა და დამახასიათებელი მუსიკალური სტილით, ასევე შთამბეჭდავი მუხტითა და ენერგიით სცენაზე.
მანოლო “Chico & the gypsies” - ს ყოფილი ვოკალისტი და მუსიკის ამ ჟანრის ერთ-ერთი უნიკალური ლეგენდაა. დისკით, რომლის ავტორი, კომპოზიტორი და მომღერალი თავად მანოლოა, ბოშა მეგობრებთან ერთად შეძლო მთელი მსოფლიო აეცეკვებინა და 200,000 ალბომზე მეტი გაეყიდა. მანოლო უკვე თითქმის 20 წელია რაც მსოფლიოს მასშტაბით(პარიზი, ნიუ-იორკი, ბუენოს აირესი, ტოკიო, მოსკოვი, არაბეთის ემირატები და ა.შ.) მოღვაწეობს და ასევე მრავალ პრესტიჟულ კერძო საღამოებზეც მონაწილეობს. 2010 წელს მანოლო გამოეყო ბენდს და ჩამოაყალიბა საკუთარი ანსამბლი “Manolo et ses Gitans”, რამაც საშუალება მისცა თავისი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად გამოემჟღავნებინა.
მანოლო 100 პროცენტიან ბოშურ მუსიკას, ბოშების საუკეთსო ჰიტებს, გიტარისა და ვოკალის სახასიათო ჟღერადობითა და რითმებით გთავაზობთ. ასევე Gipsy Kings -ის რეპერტუარს, როგორიცაა Bamboleo, Djobi Djoba, Volare და ა.შ. მანოლოს კონცერტზე არავინ მოიწყენს, მოწვეული მოცეკვავების თანხლებით მისი ყოველი წარმოდგენა ნამდვილი წვეულებაა.
„ტოპლოუდერი“ ცნობილი ბრიტანული ბენდია, რომელმაც უემბლის სტადიონზე დაუკრა. მონაწილეობა მიიღეს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Glastonbury, V-Festival, T In The Park და Chris Evans’ Car-Fest.
„ტოპლოუდერს“ 1997 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მათ შორის, პირველი ალბომის მილიონზე მეტი ასლი, სახელწოდებით „Onka’s Big Moka”, რომელმაც 6 თვის განმავლობაში ბრიტანული ალბომების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ამ პოზიციით ჯგუფმა Brit Awards - ის 4 ნომინაციაში გაიმარჯვა და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია..
2000 წელს სინგლი „Dancing in the Moonlight” ერთი წლის განმავლობაში ჰიტად იქცა. 2013 წელს სიმღერამ ისევ დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი საუკეთესო 40-ეულში, რითაც კიდევ ერთხელ გაიმყარა სტატუსი, როგორც უახლოესი წარსულის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა.
მეორე ალბომმა “Magic Hotel” საუკეთესო ბრიტანულ ალბომებს შორის მესამე ადგილს მიაღწია, რის შედეგადაც ჯოზეფ უოშბორნი (ვოკალი), დენ ჰიფგრეივი (გიტარა), მეთ ნაითი (ბასი) და რობ გრინი (დრამი) მათი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდ ტურნირზე გავიდნენ და 100 ათასი ადამიანის წინაშე მხოლოდ ბრიტანეთში დაუკრეს.
2013 წელს „ტოპლოუდერმა“ ორი სინგლი “Turn It Around” და “This Is The Night” გამოუშვა, რომელიც მედიამ საკმაოდ კარგად მიიღო მედიამ, რაშიც BBC Radio 2 - მაც დიდი როლი ითამაშა, იმისთვის რომ ეს სიმღერები A „ფლეილისტში“ მოხვედრილიყო. “This Is The Night” - მა Radio 2 - ის რეიტინგებში საპრიზო პირველი ადგილი მიიღო. „ტოპლოუდერი“ ამ ეტაპზე ახალ მასალაზე მუშაობს, რომელიც 2015 წლის დასასრულს გამოვა, რასაც მოჰყვება ტურნე დიდ ბრიტანეთში.
“Viva Brasil” საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობს და სხვადასხვა წარმოდგენებსა და შემსრულებლებს გთავაზობთ, როგოროცაა ვივა ბრაზილ საცეკვაო ჯგუფი; ვივა ბრაზილ პრეკუსია; ვივა ბრაზილ კაპუერა; ვივა ბრაზილ ბენდი და DJ; კარიბის შოუ; ლიმბო; კოქტეილ-შოუ.
15 წლის განმავლობაში VIVA Brasil-ს უკვე 2500 ღონისძიება აქვს ჩატარებული, ექსტრავაგანტული შოუს გამოცდილებითა და დაუვიწყარი მოგზაურობით, ბრაზილიასა და ლათინო ამერიკის სხვა ქვეყნებში.
მათი მოცეკვავეები და მუსიკოსები ევროპაში ყველაზე ნიჭიერი ბრაზილიელი შემსრულებლები არიან, რომლებმაც მოღვაწეობა ბრაზილიის ქუჩებში დაიწყეს და რიოს კარნავალის საუკეთესო ჟღერადობას ქმნიან. დრამერებმა, რომლებიც სამბას სკოლებში უკრავდნენ, დახვეწეს საკუთარი შესაძლებლობები და ჯგუფში „Taste of Brasil” საოცრად ამჟღავნებენ.
მოცეკვავების მიზანია მსმენელი დატოვოს საუკეთესო განწყობითა და სიცოცხლის ხალისით. ისინი პერიოდულად ანახლებენ საკუთარ რეპერტუარს, რათა მსმენელს მიანიჭოს ახალი და განუმეორებელი განცდები ყოველ ღონისძიებაზე.
პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.
„ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.
„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.
პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტი „ჰით ბათუმი“ სახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები