2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

100-ზე მეტი გადარჩენილი და რამდენიმე გარდაცვლილი-წითელი ალმები შავი ზღვის სანაპიროზე

გრიგოლეთის სანაპიროზე 43 წლის ქალი დაიხრჩო. იგი ოჯახის წევრებთან ერთან ზღავაზე საბანოდ იმყოფებოდა, როდესაც ტალღამ გაიტაცა. მაშვლებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

ახალგზრდა მამაკაცი დაიხჩრო ქობულეთშიც. მაშველებს დამხარება მის გადასარჩენად სანაპიროზე მყოფმა ქალბატონმა სთხოვა. მათ მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ თვითმხილველების ინფორმაციით შემდეგ თვითონ დასჭირდათ დახმარება. თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონას გადარჩენის შემდეგ მაშველები ნაპირზე ვეღარ გამოდიოდნენ, ზღვამ მათ დასახმარებლად შესული სახვა მაშველებიც ჩიათრია, მაგრამ ხალხმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და 15 წუთანი ჭიდილის შემდეგ მაშველები გადაარჩინა.

112-ში განაცხადეს, რომ შემთხვევა კერძო ტერიტორიაზე მოხდა და მაშველები საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანაშრომელბი არ იყვნენ.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები