2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეყვარებული ნიშნები ნაკლებად ეგოისტები და მომთხოვნები უნდა იყოთ პარტნიორის მიმართ. მოღალატე ვერძებმა კი საბოლოო არჩევანი უნდა გააკეთონ. 

კურო 
დღეს ზოგიერთს აღიარება და დაფასება ელის; ზოგსაც ძველ ცოდვებს გაუხსენებენ. მოერიდეთ ვალისა და კრედიტის აღებას. 

ტყუპი
სამსახურისა თუ საოჯახო საქმეების გამო, საკუთარ თავს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გამონახეთ დრო დასვენებისთვის. 

კირჩხიბი
გლობალური ცვლილებები - საცხოვრებელი მისამართის, სამსახურის, საქმიანობის შეცვლა - გელით. აკონტროლეთ ხარჯი, რათა ვალების აღებამ არ მოგიწიოთ. 

ლომი
გააზრებულად და მშვიდად იმოქმედეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების აზრს. თუმცა, მოერიდეთ სარისკო ქმედებებს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. 

ქალწული
სიახლეები გსურთ. მოემზადეთ საქმიანობის, იმიჯის შესაცვლელად. კარგი დღეა ცვლილებებისთვის და ნუ გაუშვებთ ხელიდან ამ შანსს. 

სასწორი 
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საყიდლებისთვის, ავტომობილისა და ბინის რემონტისთვის. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთების გამოყენებისას. 

მორიელი
დასვენების, ბუნებაში გასვლის საშუალება მოგეცემათ. ზომიერად მიიღეთ მზის აბაზანები, კარგია ცურვა. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ. 

მშვილდოსანი
ახალი ადამიანების გაცნობა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა და ურთიერთობის აღდგენა გელით. ზოგიერთებს დაქორწინებას შესთავაზებენ. 

თხის რქა
დღეს გარშემო მყოფები რჩევისა და კონსულტაციისთვის არაერთხელ მოგმართავენ. ძალიან რომ არ გადაიღალოთ, ერთმანეთს შეუთავსეთ მუშაობა და დასვენება. 

მერწყული
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. სამსახურში - ჭორებსა და ინტრიგებს. დახმარებას ნათესავები და მეგობრები გაგიწევენ. 

თევზები
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი, საოჯახო თუ სამსახურებრივი, საქმეების სია. მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები