2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ სერიოზული საქმეების შესრულებას. საოჯახო საქმეების მოგვარებისას მეტი ყურადღება გმართებთ. მშვიდი გარემო ოჯახში განწყობას გაგიუმჯობესებთ. 

კურო
დღეს მეგობრების უსიამოვნებების მოგვარება მოგიწევთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. საქმეებისა და პრობლემების მიუხედავად საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 

ტყუპი
იყავით ის, ვინც ხართ და ნუ ეცდებით გარშემო მყოფებზე გავლენის მოხდენას. ყური დაუგდეთ საყვარელი ადამიანის რჩევებს. ნუ გაიფუჭებთ მასთან დამოკიდებულებას. 

კირჩხიბი
საყვარელი ადამიანის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მშვიდად შეხვდით მოვლენებს და დიპლომატიურად მოაგვარეთ ყველაფერი. 

ლომი
კარგი დღეა პირადი და საქმიანი შეხვედრებისთვის, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ნუ წამოიწყებთ ახალ პროექტებს.

ქალწული
თქვენს პირად ცხოვრებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მარტო ნუ მიიღებთ, რჩევა ახლობელ ადამიანებს, სპეციალისტებსაც ჰკითხეთ. 

სასწორი
კარგი დღე ელით გამომგონებელ და მოგზაურ ნიშნებს. ფინანსების გამო მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, საქმიან პარტნიორებთან. 

მორიელი 
ექსპერიმენტების, თავგადასავლების განწყობაზე ხართ. კარგი დღე ელით სამეცნიერო და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ნიშნებს. 

მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. დღეს თქვენ გვერდით არავინ მოიწყენს, არც სასიყვარულო და არც საქმიანი პარტნიორი. 

თხის რქა
დღეს გარშემო მყოფებისთვის დამხმარე და მშველელი იქნებით. არ გაგიჭირდებათ საკუთარი საქმეების მოგვარებაც. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ. 

მერწყული
საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ უქმეები, შვებულება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. 

თევზები
მეტი სიფრთხილე გმართებთ უძრავი ქონების საკითხების მოგვარებისას. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, დაიხმარეთ ახლობლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები