2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერი!

15 ივლისს ,ლუდსახარში "ზედაზენის’’ მხარდაჭერითა და კულტურულ საგანმანათლებლო ფონდი "დღეს’’ -ის ორგანიზებით, ფოთის ვ. გუნიას სახ. პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

 

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის   და  სხვა ქვეყნების თეატრები.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ორგანიზატორების  განცხადებით, ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რადგან მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ქართულ, ისე უცხოურ თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.

 

„ქართული  სულიერი კულტურის  გეოგრაფია  აუცილებლად უნდა  გაიზარდოს. ბიზნესმა უნდა გააცნობიეროს   თავისი როლი  ამ უდიდეს  საქმეში. მნიშვნელოვანია ასევე,    სახელმწიფოსა და ბიზნესის  ურთიერთთანამშრომლობა ქვეყნის კულტურის  აღორძინებისათვის“ -  ს.ს“ ქართული ლუდის კომპანიის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის  ხელმძღვანელმა ხათუნა მიქაცაძემ.

 

ათი დღის გნმავლობაში მაყურებელს  საშუალება ჰქონდა თეატრების 21 სპექტაკლი ენახა, მათ შორის – ოთხი პრემიერა.

 

25 ივლისს, ფესტივალი საზეიმოდ ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა. ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, ნუკრი კაპანაძემ, ოთო ნემსაძემ, სოფო გელოვანმა, ელენე ფოჩხუამ, ვაჟა მანიამ ქართული და უცხოური კინო და მიუზიკლების კომპოზიციების სრულიად ახალი ვერისები შეასრულეს, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის გაკეთდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები