2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლუდსახარში ,,ზედაზენი’’ ვაჟაობის მხარდამჭერი

27 ივლისს,ლუდსახარში "ზედაზენის’’ მხარდაჭერით, დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა’’ გაიმართა, რომელიც პოეტის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა. მწერლის სახლ-მუზეუმთან ეროვნული სამოსის, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სცენაზე კი ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლები ენაცვლებოდნენ. მოეწყო ტრადიციული სადღესასწაულო დოღი - „ვაჟაობის მხედარი’’, ჩატარდა “ლუდის კოდის” დალოცვის ძველებური, საჩვენებელი რიტუალი. ღონისძიება დასრულდა საღამოს გალა კონცერტით- “რჩეული ბრენდები ვაჟასთვის”, სადაც ცნობილმა ბენდებმა: ჯგუფი "33ა’’, ჯგუფი "ხიდი’’, ჯგუფი "ბანი’’, შეასრულეს ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები.

მნიშვნელოვანია  ის  ფაქტი, რომ წელს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა  - სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ჩარგალში, ვაჟაობის დღესასწაულზე განაცხადა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები