2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აჩქარებით საქმეებს გააფუჭებთ, დაკვირვებულად და ფრთხილად იმოქმედეთ. დიპლომატიურად მოაგვარეთ რთული საკითხები. მეტი ყურადღება დაუთმეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. რთულ სიტუაციებში კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. 

კურო 
ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაუმკლავდებით, თუ ახლობლების მხარდაჭერას იგრძნობთ. ეცადეთ, გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ, რომლებიც გაგამხნევებენ და დაგეხმარებიან. 

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ზოგიერთი ძვირად ღირებულ ნივთებს შეიძენს. რთულ სიტუაციებში მეტად ორიგინალური და ენამოსწრებული უნდა იყოთ. 

კირჩხიბი
მოერიდეთ კამათს კოლეგებთან, ურთიერთობის გარჩევას პარტნიორებთან; არ დაარღვიოთ კანონი. აკონტროლეთ სიტყვები და ქცევა. 

ლომი
წარმატებით დაასრულებთ დაწყებულ პროექტებს. პარტნიორებთან შეხვედრა და იდეების განხილვა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
დღეს სერიოზულ საქმეებში ჩაერთვებით. მოახდენთ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენას და გარშემო მყოფების დაფასებასაც დაიმსახურებთ. ახალ პროექტებში კოლეგების ჩართვას უპრობლემოდ მოახერხებთ. 

სასწორი 
ენერგიული ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. თუმცა, ზოგიერთ სარისკო ქმედებას გავლენიანი მეგობრების დახმარებით განახორციელებთ. 

მორიელი
წარმატებას შრომისუნარიანობითა და მოთმინებით მიაღწევთ. საქმიანი შეხვედრები, ხელშეკრულებების გაფორმება და მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. 

მშვილდოსანი
მოულოდნელობებით აღსავსე დღა. ზოგიერთს მივიწყებულ ვალს დაუბრუნებენ. ზოგის ცხოვრებაში დიდი ხნის უნახავ ადამიანი გამოჩნდება. თუ კონკრეტული გეგმა გაქვთ, ნურაფერს დაელოდებით, ამოქმედდით, თქვენ სიტუაციის გამგებელი ხართ. 

თხის რქა
ყურადღებით იყავით, დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე. მოსალოდნელია კამათი მეგობრებთან. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას და საეჭვო პირებთან საქმიანობის წამოწყებას. 

მერწყული
დღეს ადვილად გამოიცნობთ ადამიანების დაფარულ სურვილებს, მათი გაშიფრვა არ გაგიჭირდებათ. მთავარია, თავი შეიკაოთ კონფლიქტისგან. მშვიდად დაელოდოთ მოვლენების განვითარებას. 

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან. უფრო მეტიც, დაარეგულირეთ მათ შორის ურთიერთობა. რთულ სიტუაციაში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები