2 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაანალიზეთ ყოველი ნაბიჯი და სიტყვა. ნუ გექნებათ დიდი იმედები, რათა არ მიიღოთ დიდი იმედგაცრუება. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც გაღიზიანებენ. 

კურო
მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან, ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. იდეები და გეგმები მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუმხილეთ. 

ტყუპი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, ფულიც მოზომილად ხარჯეთ. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით. 

კირჩხიბი
კონკურენტების გააქტიურება მოსვენებას დაგიკარგავთ. თუ გამარჯვების სურვილი გაქვთ, მეტად გამოაჩინეთ ბერძოლი სული. 

ლომი
პარტნიორებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და მათი დახმარებით საკუთარ საქმეებს უკეთ განახორციელებთ. 

სასწორი
ენერგიული და მებრძოლი ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ როგორც სამსახურის, ასევე საოჯახო საქმეები. 

მორიელი 
გარშემო მყოფების მიმართ მეტად ყურადღებიანი და ლმობიერი უნდა იყოთ. ღიმილი და კეთილგანწყობა ყველა პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

მშვილდოსანი
თუ ყველაფერი ისე არ გამოგივათ, როგორც გსურდათ, გაითვალისწინეთ ყველა შეცდომა და გაორმაგებული ენერგიით და ცოდნით იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. 

თხის რქა
ძველი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობებს, ცოტა გაიჭირვეთ და გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევთ. 

მერწყული
მოთმინება და მიზანდასახულება გმართებთ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან ნუ ეცდებით მათთვის რაიმეს დამტკიცებას. 

თევზები
მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ახლის შესასწავლად, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფებისთვის დახმარების თხოვნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები