2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მხოლოდ იმის გამო, რომ ლელა წურწუმიას უყვარს მისი მეუღლე..."-რას წერენ სუარი და ფარულავა მამულიჩას დაკავებაზე

"მხოლოდ იმის გამო, რომ ყველასათვის საყვარელ ქალბატონ ლელა წურწუმიას წარმოუდგენლად უყვარს მისი მეუღლე, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კახი მამულაშვილის ნარკოტიკებთან რაიმე სახით შეხების შესახებ მცდარი აღმოჩნდეს და ძალიან მალე დაუბრუნდეს მის ოჯახს."წერს ტარიელს სუარი , მსახიობი ია ფარულავა კი შემდეგი კომენტარიც უწონებს სტატუსს ვირტუოზს "კაგი ადამიანი ხარ შენ ჩემო ტარიელ" ..შეგახსენებთ, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები