0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დღეს „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში Street Art ფესტივალი იწყება!

დღეს, 18  ივლისს, 19:00  საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში  CAC 41N/41E (ბარბიუსის ქ.6) "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში Street Art ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალზე  წარმოდგენილი იქნება თეზი გაბუნიას, ზურა არაბიძისა და Dr.love-ს ნამუშევრები. ზღვისპირა ქალაქში ფესტივალი წელს მესამედ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში 5 კედელი მოიხატება, რომელიც ქალაქის სხვადასხვა უბნებშია შერჩეული.  ერთი კვირის განმავლობაში ბათუმის სხვადასხვა უბანში ტურისტებსა და ბათუმელებს შესაძლებლობა ექნებათ ხატვის პროცესს თვალყური ადევნონ. 

ფესტივალში ორგანიზატორია  არტ სტუდია DOTCOMMA.  

Street Art  ფესტივალი პირველად ბათუმში 2013  წელს გაიმართა, რომელიც აერთიანებდა 9 მხატვარს პარიზიდან და 6 ქართველ არტისტს, როგორც თბილისიდან ასევე ბათუმიდან. ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, Trump Tower-ისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრანგი და ქართველი მხატვრების მიერ სარეკლამო ბილბორდები, სტენდები და 10 კედელი მოიხატა და ბათუმისთვის უნიკალური ნამუშევრები შეიქმნა.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

ჰი ბათუმი 2015წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

 

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰი ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიში.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები