0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პეტერ მაკარა: პირველადი ჯანდაცვა არის სისტემის ქვაკუთხედი

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის დაანონსების შემდეგ, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ სამუშაოების ფარგლებში თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის“ ეგიდით,  საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სამედიცინო სფეროს, ჯანდაცვის სამინისტროს, დონორი ორგანიზაციებისა და „გლობალ ალიანსის“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, მიწვეულნი იყვნენ ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში.

კონფერენციას ესწრებოდა პიტერ მაკარა, „გლობალ ალიანსის“ ექსპერტი, რომელიც 2011 წლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორია ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტიში. იგი მუშაობდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე უნგრეთის ნაციონალურ ინსტიტუტებსა და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციაში. პიტერ მაკარას გააჩნია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ჯანდაცვის სისტემების კარგი ცოდნა. გარდა ამისა, ის არის „გლობალ ალიანსის“ (GAHSC) სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელი.

პიტერ მაკარამ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამინისტროს დიდ პასუხისმგებლობას რეფორმის წარმატების კუთხით. „აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად ჯანდაცვაზე საქართველოში საუბარი იყო მისი დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული, მაგრამ ეს ყველაფერი სიტყვებად რჩებოდა და საგნობრივად არაფერი კეთდებოდა. ესკონფერენცია არის იმის აღნიშვნა, რომ მთავრობამ პირველადი ჯანდაცვა აღიარა ქვეყნის პრიორიტეტად, სადაც მნიშვნელოვანია ქმედითი ზომების მიღება.

საუბრიდან უნდა გადავიდეთ საქმეზე, რისი ვალდებულებაც აიღო მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც აპირებს ამ სფეროს მნიშვნელობის წამოწევას. პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის გამოკვეთაზე უკვე დავიწყეთ საუბარი და ამაზე მოხდება საზოგადოებასთან დიალოგი, რათა ყველამ დაინახოს, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვა. ესაა ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედი.

რესურსებს რაც შეეხება, უნდა არსებობდეს შესაბამისი მიმართვიანობის სისტემა, კარგი ხარისხი, სამედიცინო პერსონალს შესაბამისი ხელფასები  უნდა ჰქონდეს. ადეკვატური ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს  იმისთვის, რომ პაციენტი მივიდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლში და მიღოს შესაბამისი მომსახურება. ასევე, მოქმედებდეს შესაბამისი დღის განრიგი იმისთვის, რომ ექიმებმა მიზანმიმართულად მოახდინონ ამ სისტემის მართვა. რათა სისტუაცია არ დამძიმდეს და მეორეულ და მესამეულ ეტაპზე არ მოხდეს დაავადებათა  გამოვლენა. პირველადი ჯანდაცვა სწორედ  იმისთვის არის აუცილებელი, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს ყველა ამ დაავადების გამოვლენა და დამძიმების თავიდან აცილება“, - განაცხადა მან.

როგორც კონფერენციაზე გაცხადდა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად ჩაერთვებიან ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები. კერძოდ, ოჯახისა და სოფლის ექიმები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები