0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟან-ელი მალკინი: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საქართველოს პრიორიტეტი გახდა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით,16 ივლისს თემაზე „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას დონორი ორგანიზაციების, „გლობალ ალიანსის“, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული კონფერენცია რეფორმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა იყო.

კონფერენციაზე, საკონსულტაციო ჯგუფის "გლობალ ალიანსის"პრეზიდენტმა ჟან-ელ მალკინმა ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის დაწყება მიულოცა და განაცხადა რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საქართველოს პრიორიტეტი გახდა.

„მინდა მივულოცო საქართველოს, ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს, მან ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ამ სისტემის განვითარებაში. პირველადი ჯანდაცვა ხდება პრიორიტეტი ჯანდაცვის სიტემაში და მთლიანად ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ჩვენ „გლობალ ალიანისის“ სახელით ვმუშაობთ ამ საკითხებზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ მთელი ჯანდაცვის სისტემა და განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, იმისთვის რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს“– განაცხადა ჟან-ელ მალკინმა.

საკონსულტაციო ჯგუფის "გლობალ ალიანსის" პრეზიდენტის თქმით, უკვე გამოიკვეთა პირველადი ჯანდაცვა, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედი. ამ სფეროს პროფესიონალების დახმარებით, ექიმების, ექთნების აქტიური მონაწილეობით და  „გლობალ ალიანსის“ დახმარებით ქვეყანაში იწყება ახალი პროცესი, რომლითაც მოხდება პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის გამოკვეთა.

„მეტი რესურსი, მეტი უნარჩვევების გამომუშავება და უფრო მეტი ხარისხის მიღწევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ამ სისტემის გაუმჯობესების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიაკითხავს მოსახლეობა, პოტენციურ პაციენტებს მეორეული და მესამე რგოლის ჯანდაცვის სისტემებში გადასვლის ნაკლები აუცილებლობა ექნებათ. შესაბამისად, დააავდების ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებს განკურნების უფრო მეტი შანსი ექნებათ და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხარისხიც იქნება გაცილებით მაღალი. აქედან გამომდინარე, პირველადი ჯანდაცვის ხარისხი უნდა იყოს ამ სისტემის ერთ-ერთი გამოკვეთილი შედეგი. ჯანდაცვის სამინისტრომ მთელ მოსახელობას უნდა უთხრას, რომ პირველადი ჯანდაცვა არის მთელი სისტემის ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო.

რეფორმის პროცესში ჩართულები არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ექიმები და ექთნები, მათი ჩართულობით მოხდება ამ სფეროს განვითარება. ჩვენის მხრივ სამინისტროს შევთავაზებთ რეფორმის ჩვენეულ ხედვას და დავეხმარებით გამოვლინდეს ის საჭიროებები რაც ქვეყანაში არსებობს და რეფორმას მოვარგოთ სწორედ ის მოდელები, რომელიც საქართველოს დაეხმარება პირველადი ჯანდაცვის სიტემის აშენებასა და განვითარებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც ასეთი, რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ შევთავაზებთ, რადგან აქ არის საუბარი კონკრეტულად საქართველოს საჭიროებაზე და საქართველოს რესურსებზე. ყველა ქვეყანაში ის მოდელია კარგი, რომელიც უშუალოდ იმ ქვეყანაში და იმ ქვეყნისთვის შეიქმნა. მსგავსი ინიციატივა გვექნება საქართველოშიც“ – ამბობს ჟან-ელ მალკინი.

„გლობალ ალიანსი“, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა მიმართულებებთან ერთად, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელებაშიც უწევს კონსულტაციას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები