0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

13 ივნისის დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხა 8 მილიონი ლარით გაიზარდა

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სრული ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით (16 ივლისის მონაცემებით)

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ  საბანკო ანგარიშებზე 100- ზე მეტი კომპანიის მიერ უკვე 18 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.  თანხის ზრდა ბოლო კვირაში დამატებულმა საერტაშორისო ფონდი „ქართუ“-ს  კონტრიბუციამ განაპირობა.

 

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოგიდგენთ სრულ ანგარიშს 16 ივლისის მონაცემებით:

 

კომპანიების მხრიდან ფინანსური კონტრიბუციის სრული ანგარიში 25 ივლისის მონაცემებით შეადგენს 18, 151, 277 ლარს:

1.      საერთაშორისო ფონდი „ქართუ“ – 8 მილიონი ლარი

2.      შვეიცარული კომპანია „SICPA” –ს ქართული წარმომადგენლობა „SICPA Security Solutions Georgia LLC”  - 25 000 ლარი

3.      საუდის არაბეთის პრინცი ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდი- დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამო

4.      კომპანია "GWS" და ღვინო "ძველი თბილისი" – 10 000 ლარი

5.      სასტუმრო „ლეოგრანდი“-15 000 ლარი

6.      „ქართუ ბანკი“ – 2.250.000 ლარი

7.      თანაინვესტირების ფონდი-500 000 ლარი

8.      Petrocas Energy Group და მისი მთავარი აქციონერი დავით იაკობაშვილი - 200 000 ლარი

(Petrocas Energy Group მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75 000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25 000 ლარს. თავის მხრივ ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იგივე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75 000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25 000 ლარით დაეხმაროს)

9.       Adjara Group - 100 000 ლარი

10.   „ჯორჯიან მანგანეცი“ – 500 000 ლარი

11.   ბიზნესმენი ზურა წერეთელი - 100 000 დოლარი

12.  კომპანია "ვულე ვუ" - 5 000 ლარი

13.  სს მისო "კრისტალი“ - 5 000 ლარი

14.  შპს "ზოდი პლიუსი" - 4000 ლარი

15.  ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი "კობი და მეგობრები" - 10 000 ლარი

16.  სამორინე “ივერია” - 20 000 ლარი

17.  ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი - 110 000 ლარი

(100 000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხავს, ხოლო 10 000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები