0 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში საქართველოს „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში საქართველოს „გლობალ ალიანსი“ დაეხმარება

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნულმა სამედიცინო-ტრენინგ ცენტრმა (სიმულაციების ცენტრი) საერთაშორისო კონფერენციას - „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ უმასპინძლა.

„გლობალ ალიანსის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. სიტყვით გამოვიდა, ასევე, დოქტორი ჟან-ელი მალკინი, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი. ამ საკონსულტაციო ჯგუფთან საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე.

კონფერენციაზე „გლობალ ალიანსის“ ექსპერტების, პროფესორ პეტერ მაკარასა და დოქტორ ანდრეი მეჩინეანუს პრეზენტაციები ეხმაურებოდა ახლახანს მინისტრ სერგეენკოს მიერ დაანონსებულ პირველადი ჯანდაცვი სრეფორმის საკითხებს. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი იყო კვლევები თემებზე: პირველადი ჯანდაცვა: ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემის ქვაკუთხედი და პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: განახლება და რეინვესტირება.

დავით სერგეენკომ, კონფერენზიაზე აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცის რეფორმის დაწყება სერიოზულ პოზიტიურ გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანრთელობაზე.

„ქვეყნის ჯანდაცვაში წლების განმავლობაში ძირითადი აქცენტი მცდარად კეთდებოდა   ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მოითხოვდა დახვეწილ ჰოსპიტალურ მოვლას, მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს, იქამდე უპრეცედენტო ტექნოლოგიების შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვისათვის, მაგრამ  არის პირამიდის უმცირესი მწვერვალი. ნაკლები ყურადღება ექცეოდა პირველად ჯანდაცვას, რომელსაც აქვს სამი მთავარი ფუნქცია: დაავადებათა პრევენცია, დაავადებათა ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მათი ეფექტური მართვა, მოსახლეობის სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა.  პირველადი ჯანდაცვის ეს სამი მთავარი ფუნქცია მეორე პლანზე იყო გადაწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სწორედ ის საფუძველი აღვადგინოთ, რაზეც დგას ნორმალური ჯანდაცვის სისტემა“, -განაცხადა სერგეენკომ.

საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ ხელმძღვანელის ჟან-ელი მალკინის განცხადებით, „გლობალ ალიანსი“ საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვას რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ გამოკვეთა პირველადი ჯანდაცვა, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედი და ამ სფეროს პროფესიონალი ექიმებისა და ექთნების აქტიური მონაწილეოთ და  ჩვენი, „გლბალური ალიანსის“ დახმარებით, ქვეყანაში იწყება ახალი პროცესი, რომლითაც მოხდება პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობის გამოკვეთა.

მეტი რესურსი, მეტი უნარ-ჩვევების გამომუშავება და უფრო მეტი ხარისხის მიღწევა იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადოს ამ სისტემის გაუმჯობესების შედეგები. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც ნიშნავს, რომ თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიაკითხავს მოსახლეობა, პოტენციური პაციენტი, მას მეორეული და მესამე რგოლის ჯანდაცვის სისტემებში გადასვლის ნაკლები აუცილებლობა ექნება. შესაბამისად, დაავადების ადრეულად გამოვლენის შემთხვევაში, მას განკურნების უფრო მეტი შანსი აქვს და მეტი ხარისხით მოხდება მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, პირველადი ჯანდაცვის ხარისხი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი გამოკვეთილი შედეგი. ფაქტია,  ჯანდაცვის სამინისტრო მთელს მოსახელობას ეუბნება, რომ პირველადი ჯანდაცვა არის მთელი სისტემის ქვაკუთხედი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო“- განაცხადა მალკინმა.  

კონფერენციაზე „გლობალ ალიანსის“ ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების გარშემო დისკუსია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დედაქალაქის და რეგიონული წარმომადგენლების, დონორი ორგანიზაციებისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები