0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაკავებული ანრი ჯოხაძე პირველ კომენტარს აკეთებს

მომღერალი ანრი ჯოხაძე მოსკოვში, „დომოდედოვის“ აეროპორტის საჯარიმო განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ თავად ანრი ჯოხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იგი აეროპორტის მესაზღვრეებმა ვიზის უქონლობის გამო დააკავეს.

ანრი ჯოხაძის ინფორმაციით, იგი საქართველოში მოსკოვი – თბილისის რეისით დღის 13.00 საათზე უნდა გამოფრენილიყო.

„თბილისში მოვფრინავდი, მინსკიდან მოსკოვში ტრანზიტი უნდა გამევლო და საერთოდ გარეთ აღმოვჩნდი. მარტო ვარ. საჯარიმო განყოფილებაში ვარ, ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც არ მიშვებენ, საშინლად განერვიულებული ვარ. ვის მივმართო დახმარებისთვის, ისიც კი არ ვიცი“, – აცხადებს ანრი ჯოხაძე „კვირასთან“ საუბრისას.


რამდენიმე საათის შემდეგ კი ანრი ჯოხაძემ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, საიდანაც ცნობილი გახდა , რომ  : "როგორც იქნა დავაღწიე თავი იმ საშინელებას ... დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს დახმარებას ცდილობდა და თუნდაც ორი სიტყვით მამხნევებდა ... ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის ადამიანებო 

მტერსაც არ ვუსურვებ იმ სტრესის გადატანას რაც დღეს მომიწია !!!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები