0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გუშინდელი დღის შემდეგ, ჩემი ცოლის დაქალები საზოგადოებას ხელმეორედ მიმართავს

გუშინ საღამოს სერიალ ჩემი ცოლის დაქალების ოფიციალურ გვერდზე  გამოქვეყნდა განცხადება 

"მეგობრებო, ხვალინდელი გადაღებისთვის გვჭირდება 8-13 წლის ბავშვები.

მოგვწერეთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტოები მეილზე - [email protected]

ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით"-უკვე დღეს კი  სერიალის ფეისბუქზე ხელმეორედ გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას  კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით 

"მეგობრებო!

გუშინ, ტრადიციულად ჩვენი გვერდის საშუალებით, გთხოვეთ, გადაღებაში მონაწილეობის მსურველი 8-13 წლის ბავშვების ფოტოები, სახელი და გვარი, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოგეგზავნათ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]

სამწუხაროდ, ჩვენ მიერ მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგზავნის ნაცვლად, დაიწერა პირდაპირ ჩვენს გვერდზე, საჯაროდ, კომენტარების სექციაში. ანუ, რამდენიმე ასეულ კომენტარში ეწერა ბავშვების სახელი და გვარი, მათი ფოტო, ასაკი, და მობილურის ნომერი. რაც მთავარია - ასეთი კომენტარების უმრავლესობა გაკეთებული იყო მშობლების მიერ.

ჩვენთვის ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, აღნიშნული პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. მომავალშიც წაიშლება პერსონალური ინფორმაციის შემცველი ყველა კომენტარი და რასაკვირველია, ასეთი ფორმით წარმოდგენილი კანდიდატურები კასტინგზე არ განიხილება.

მადლობა. "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები