0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟან-ელი მალკინი: "გლობალ ალიანსი" საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირებაში დაეხმარება

საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გამხორციელებაში, მხარდაჭერას საკონსულტაციო ჯგუფი "გლობალ ალიანსი"(GAHSC) გაუწევს, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მალკინის თქმით, „საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გამოკვეთილი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების პრიორიტეტი. რადგან ქვეყანაში C  ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია. „გლობალ ალიანსი“ ამ პროექტში დაწყების დღიდან არის ჩართული და ვეხმარებით სამინისტროს რეფორმების წარმატებით განხორციელებაში.

C ჰეპატიტის ელიმინაციის გარდა, ჯანდაცვის სისტემაში შემდეგი პრიორიტეტი, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება და ხარისხის გაუმჯობესება იქნება.

გლობალ ალიანსიამ რეფორმის განხორციელებაში სრულად გაუწევს დახმარებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს,“- განაცხადა მალკინმა.

ცნობისთვის, დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმის დაწყების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები