0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” 962 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიხსნა

 “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 5 ივნისს,სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” 962 მეტრი სიგრძის გვირაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “საქართველოს რკინიგზის” და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ასევე ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება. “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ხოლო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონამდე გაიზრდება.შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები